ბეკერი: "ჯოკოვიჩს ტოპ 100-ეულში ყველაზე ცუდი სმეში აქვს"
ბორის ბეკერმა ნოვაკ ჯოკოვიჩის სათამაშო არსენალი გაანალიზა და მის ყველაზე სუსტ წერტილზე ისაუბრა. „ნოლეს“ ყოფილი მწვრთნელის აზრით, მას ერთ კონკრეტულ ასპექტში ტოპ 100-ეულიდან ნებისმიერი ჩოგბურთელის სჯობს.
„გაგიმხელთ ერთ საიდუმლოს, რომლის თქმაც შემიძლია, რადგან იგი ჩემი მეგობარია. იცით, ჩემი აზრით, ვის აქვს ამჟამინდელ ტოპ 100-ეულში ყველაზე ცუდი სმეში? ნოვაკ ჯოკოვიჩს! დამიჯერეთ, ასეა!
თქვენ წარმოდგენაც არ შეგიძლიათ, რამდენს ვვარჯიშობდით ერთად მის სმეშზე. ნოვაკი ფიქრობს, რომ როცა ბურთი მოფრინავს, რაღაც ექსტრავაგანტული უნდა გააკეთოს - ახტეს ან რამე მსგავსი. მე კი მას ვეუბნებოდი: „ღიმილი შეინარჩუნე და უბრალოდ ქულა მოიგე“.
ლეგენდარული ბორის ბეკერი ჯოკოვიჩს 3 წლის განმავლობაში წვრთნიდა, 2016 წელს კი მხარეებმა თანამშრომლობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს.