LIVE - მესი და ბარსელონა - ბოლო დროს განვითარებული მოვლენები
„ბარსელონას“ ფეხბურთელმა, ლიონელ მესიმ საფეხბურთო სამყარო შოკში ჩააგდო. გავლენიანი ესპანური გამოცემები ერთხმად იუწყებიან, რომ „ლა პულგამ“ „ბლაუგრანას“ კონტრაქტის გაწყვეტის მოთხოვნით მიმართა. ამ ინფორმაციას კლუბთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით Mundo Deportivo-ც ადასტურებს და დასძენს, რომ შესაძლოა, ყველაფერი იურიდიულ დავაში გადაიზარდოს. არგენტინელის შესახებ ბოლო საათებში ბევრი რამ იწერება და ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, ყველა სიახლე Live რეჟიმში მოგაწოდოთ.
თუ „ბარსელონამ" ლიონელ მესის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, „ლა პულგა" მზადაა, კლუბს კონტრაქტის გაწყვეტის მოთხოვნით კიდევ ერთხელ მიმართოს.
Mundo Deportivo-ს ცნობით, მესის წასვლის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი ლუის სუარესთან მეგობრობაა.
ბარტომეუმ უარყო ინფორმაცია, რომ გადადგომას აპირებს. Radio Catalunya-ს ცნობით კი ლეო პეპ გუარდიოლას დაუკავშირდა და „სიტიში" ტრანსფერის შესახებ ესაუბრა.
Tyc Sports-მა გამოაქვეყნა ტექსტი, რომელიც ლიონელ მესიმ ფაქსით „ბარსელონას" გაუგზავნა: „ამ წერილით მე, ლიონელ ანდრეს მესი კუკუტინი 24-ე პუნქტზე დაყრდნობით, რომელიც მე ამის უფლებას მაძლევს, კონტრაქტის გაწყვეტას მოვითხოვ. ვაფასებ, რომ ამ კლუბში მუშაობისას პროფესიონალური და პირადი ზრდის საშუალება მომეცა, მაგრამ პირადი მიზეზებიდან გამომდინარე ურთულესი გადაწყვეტილება მივიღე და იმედი მაქვს მას კლუბის ხელმძღვანელობა გაგებით მოეკიდება"
Tyc Sports და beIN Sports იუწყებიან, რომ ბარტომეუმ გადადგომა გადაწყვიტა.
Marca-ს მიხედვით „ბლაუგრანამ" მესის შეატყობინა, რომ მისი კარიერის ბოლომდე შენარჩუნება სურს.
„ბარსელონას" ქომაგები კლუბის ოფისთან შეიკრიბნენ და ბარტომეუს გადადგომას მოითხოვენ.
#frac1 | ???? Alguns aficionats del Barça demanen la dimissió de Bartomeu davant les oficines del club després de saber-se que Messi ha comunicat que vol marxar. pic.twitter.com/hBhYgnWRju
— Esports RAC1 (@EsportsRAC1) August 25, 2020
RAC 1 წერს, რომ „ბარსა“ მესის ტრანსფერს განიხილავს.
ESPN Tyc Sports-ის ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ „ბარსელონამ“ მხოლოდ მესის ფაქსს უპასუხა და დირექტორთა საბჭოს შეხვედრა ჯერ არ გამართულა.
Tyc Sports-ის ჟურნალისტის ხერმან გარსია გროვას ცნობით, დირექტორთა საბჭოს შეხვედრა დასრულდა. რამდენიმე წევრმა პოსტის დატოვების თაობაზე თანხმობა განაცხადა და ბარტომეუს წასვლა მოსთხოვეს.
Finalizó la reunión de la junta directiva de #Barcelona. Comienzan a irse los dirigentes mientras los hinchas piden la dimisión de Bartomeu. Algunos integrantes de la junta proponen la moción de censura para Bartomeu, otros han presentado su renuncia. #MessiSiBartoNo
— Germán García Grova (@GerGarciaGrova) August 25, 2020
გარი ლინეკერი: „თუ მესის ხელშეკრულებაში ჩადებული პუნქტის ამოქმედება და წასვლა უნდა, მაშინ იმედი მაქვს ბარსა მას დაეხმარება და ხელს არ შეუშლის. ის მუდამ ბლაუგრანას ერთგული იყო და კლუბის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია. საშინელება იქნება თუ ყველაფერი ბარსასა და მესის ჩხუბით დასრულდება“.
If Messi is to leave @FCBarcelona by activating a release clause, then I hope the club try to help, not hinder him. He’s been fiercely loyal and their greatest ever player. It would be terribly sad if it finished with a fight between the player and the club.
— Gary Lineker (@GaryLineker) August 25, 2020
კატალონიის მთავრობის პირველი პირი, ქუიმ ტორა მესის დაემშვიდობა: „კატალონია ყოველთვის შენი სახლი იქნება. დიდი მადლობა ბედნიერებისთვის და არაჩვეულებრივი ფეხბურთისთვის. ძალიან იღბლიანები ვართ ჩვენი ცხოვრების რამდენიმე წელი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელსა და ღირსეულ ათლეტს რომ გავუზიარეთ. ლიონელ მესი ჩვენ შენ არასდროს დაგივიწყებთ“.
Catalunya serà sempre casa teva. Moltes gràcies per tots aquest temps de felicitat i d’un futbol extraordinari. Hem tingut la sort de compartir uns anys de les nostres vides amb el millor jugador del món. I un noble esportista No t’oblidarem mai. Leo Messi, Creu de Sant Jordi. pic.twitter.com/Ojev577MoE
— Quim Torra i Pla (@QuimTorraiPla) August 25, 2020
ლუის სუარესი კარლეს პუიოლის პოსტს „აპლოდისმენტებით შეეგება“
პრეზიდენტობის კანდიდატმა, ვიქტორ ფონტმა ბარტომეუს გადადგომა მოითხოვა.
ესპანურ პრესაში დაიწერა, რომ „კამპ ნოუზე“ დირექტორთა საბჭოს წევრების საგანგებო შეხვედრა გაიმართება.
კარლეს პუიოლმა ყოფილ თანაგუნდელს თანადგომა გამოუცხადა: „პატივისცემა და აღტაცება. ჩემი სრული მხარდაჭერა შენ, მეგობარო“.
Respeto y admiración, Leo. Todo mi apoyo, amigo.
— Carles Puyol (@Carles5puyol) August 25, 2020
ჯოსეპ მარია ბარტომეუმ დირექტორთა საბჭოს წევრები საგანგებო შეხვედრაზე მოიწვია.
„ბარსა“ აცხადებს, რომ „ლა პულგას“ კონტრაქტის გაწყვეტის იურიდიული უფლება არ აქვს, რადგან ხელშეკრულებაში ჩადებული პუნქტის ამოქმედების ბოლო ვადა 30 მაისი იყო. მესის წარმომადგენლები კი თვლიან, რომ არგენტინელს კონტრაქტის გაწყვეტა ჩემპიონთა ლიგის ფინალიდან ერთი კვირის განმავლობაში შეუძლია.
მესიმ „ბარსელონას“ დატოვება გადაწყვიტა და საკუთარი სურვილის შესახებ კლუბს ფაქსით შეატყობინა.