ცუდი ამბავი რონალდუსთვის - იუვენტუსმა სარის გაშვება გამორიცხა
Aa
Aa

ცუდი ამბავი რონალდუსთვის - იუვენტუსმა სარის გაშვება გამორიცხა

იტალიურ პრესაში იწერებოდა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე „ლიონის“ ბარიერის ვერგადალახვის შემთხვევაში „იუვენტუსი“ მაურიციო სარის დაითხოვდა, თუმცა ყველაფერი ჭორი გამოდგა.

„იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ მაურიციო სარის შესაძლო დათხოვნის შესახებ არსებულ ჭორებს წერტილი დაუსვა და მწვრთნელს თანადგომა გამოუცხადა.

„არ შეიძლება მთელი სეზონი ერთი მატჩით შევაფასოთ. ხშირად ვივიწყებთ, რომ სკუდეტო ზედიზედ ცხრაჯერ მოვიგეთ და ეს რაღაც დაუჯერებელი გახლავთ. 9 წლის წინ, რომ ვინმეს ამის ვარაუდი გამოეთქვა გიჟად ჩავთვლიდი.

მოდით დავიწყოთ იმ შედეგების დაფასება, რომელსაც ამ სეზონში მივაღწიეთ. მით უმეტეს, რომ პანდემიის გამო განვლილი სეზონი ურთულესი გამოდგა“.

როგორც ცნობილია, სარის რონალდუსთან არც ისე სახარბიელო ურთიერთობა აქვს. ფეხბურთელსა და მწვრთნელს შელაპარაკება სეზონის მსვლელობისას რამდენჯერმე მოუვიდათ. ეს, ძირითადად სათამაშო სქემასთან დაკავშირებით ხდებოდა. კრიშტიანუს ფორვარდად თამაში არ სურს და სარის ღიად უპირისპირდება ხოლმე.

ასევე, არსებობდა ვერსია, რომლის თანახმადაც რონალდუ სეზონის ბოლოს კლუბიდან წავიდოდა, თუ „იუვე“ სარის პოსტს არ დაატოვებინებდა. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, ყველაფერი ჩემპიონთა ლიგის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები