დიეგო მარადონა
Aa
Aa

დიეგო მარადონა - უარი 100 მილიონზე და შენარჩუნებული არგენტინის მოქალაქეობა

დღეს ლეგენდარული დიეგო არმანდო მარადონა 64 წლის გახდებოდა...

გთავაზობთ დიეგოს საინტერესო ცხოვრებიდან ერთ-ერთ ისტორიას, რომელიც არგენტინისადმი მის სიყვარულს ზუსტად გამოხატავს.

***

80-იანების ბოლოს დიეგო მარადონას ყველა იცნობდა. გასაკვირი არაფერია. არგენტინამ 1986 წელს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ხოლო დიეგო ტურნირის საუკეთესოდ დასახელდა.

არგენტინელმა ინგლისის ნაკრებს „ღმერთის ხელითა“ და სოლო რეიდით 2 დაუვიწყარი გოლი გაუტანა. მარადონა შეუჩერებელი იყო ასევე „ნაპოლიში", რომლის რიგებშიც "სკუდეტო" და უეფას თასი მოიგო.

დიეგო მარადონა "ოქროს ბურთის" მფლობელი აუცილებლად იქნებოდა, მაგრამ ჯილდოს 1995 წლამდე მხოლოდ ევროპელებს აძლევდნენ.

1989 წელს, ამერიკულმა სააგენტომ International Management Group-მა ჩაატრა გამოკითხვა მსოფლიოს  ყველაზე პოპულარულ ადამიანზე, რომელშიც დიეგომ კონკურენტებს ძალიან დიდი სხვაობით მოუგო.

იმავე წელს, კომპანია დაუკავშირდა არგენტინელს და შესთავაზა 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სახე გამხდარიყო. თანხმობის შემთხვევაში, ამერიკული მხარე დიეგოს 100 მილიონ დოლარს გადაუხდიდა. მაგრამ კონტრაქტში იყო ერთი პუნქტი, რომლითაც ისინი ითხოვდნენ, მარადონას აშშ-ს მოქალაქეობა მიეღო.

მოლაპარაკებებში აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერიც მონაწილეობდა, რომელმაც პირადად დაურეკა მარადონას. დიეგომ ხელშეკრულებაზე და 100 მილიონზე უარი თქვა.

ისინი მთავაზობდნენ, გავმხდარიყავი ამერიკელი. დიახ, ამერიკელი. შემომთავაზეს კოლოსალური თანხა, მაგრამ არგენტინელობა უბრალოდ შეუფასებელია", - აღნიშნა მარადონამ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რონალდუს და მილიტოს ჩამორჩება - ხვიჩას ბრწყინვალე მიღწევა სერია ა-ში
რონალდუს და მილიტოს ჩამორჩება - ხვიჩას ბრწყინვალე მიღწევა სერია ა-ში