ბეისბოლის მოთამაშე:
Aa
Aa

ბეისბოლის მოთამაშე: "ქრისტიანი ვარ და მუხლს მხოლოდ ღმერთის წინაშე მოვიყრი"

ბეისბოლის კლუბის San Francisco Giants-ის პიტჩერი სემ კუნროდი შეხვედრის დაწყებამდე Black Lives Matter-ის აქციას არ შეუერთდა და მუხლი არ მოუყრია. ამის მიზეზად სპორტსმენმა თავისი რელიგია დაასახელა.

Los Angles Dodgers-სთან მატჩამდე კუნროდის ქმედებამ ამერიკულ პრესაში ყურადღება მალევე მიიპყრო. სპორტსმენმა მისი გადაწყვეტილება ახსნა იმით, რომ ის ქრისტიანია. ასევე, იგი ამბობს, რომ ეს მის პირად გრძნობებთანაა დაკავშირებული.

27 წლის სპორტსმენმა TMZ-სთან საუბრისას განაცხადა: „მე ქრისტიანი ვარ და ამიტომ მწამს, რომ არ შემიძლია ღმერთის გარდა ვინმეს წინაშე მუხლებზე დავდგე. ეს, ბოროტი განზრახვით არ გამიკეთებია და არ ვთვლი, რომ ვინმეზე რაიმეთი უკეთესი ვარ.

მე უბრალოდ ქრისტიანი ვარ. მწამს, რომ იესო კრისტეს გარდა მუხლს ვერავის წინაშე ვერ მოვიყრი. ამიტომ მუხლი არ მოვიყარე. ვგრძნობდი, რომ მუხლებზე დადგომის შემთხვევაში ფარისეველი ვიქნებოდი. არ მინდა, რომ ფარისეველი ვიყო“.

მსგავსი მიდგომა უცხო არ არის. ივლისის დასაწყისში ფორმულა 1-ის რბოლების დაწყებამდე ყველა მძღოლმა მოძრაობა black lives matter-ის მხარდასაჭერად მუხლი მოიდრიკა, თუმცა ფერარის წარმომადგენლები ასე არ მოიქცნენ და შემდგომში ჩარლზ ლეკლერკმა ეს საკმაოდ გარკვევით ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტეს ასე.

„ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია ის, რასაც ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში ვაკეთებეთ - ფაქტები და ქცევა. და არა ის ფორმალური ჟესტები, რომელიც ზოგიერთ ქვეყანაში შეიძლება წინააღმდეგობაში მოდიოდეს.

მუხლის მოდრეკას არ ვაპირებ, თუმცა ეს საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ რასიზმთან ბრძოლაში ვინმეზე რაიმეთი ნაკლებად თავდადებული ვარ”.

მიუხედავად ახსნაგანმარტებებისა, რომლებიც საკმაოდ ლოგიკური და ობიექტურია, ლიბერალურ მედიაში და სოციალურ ქსელებში მათი ასეთი გადაწყვეტილება მაინც კრიტიკის საგანი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები