4 ფეხბურთელი, რომლებიც რეალმა ზაფხულში უნდა გაყიდოს
Aa
Aa

4 ფეხბურთელი, რომლებიც რეალმა ზაფხულში უნდა გაყიდოს

ავტორიტეტულმა ესპანურმა გამოცემა Marca-მ „რეალის“ სატრანსფერო გეგმებს სტატია მიუძღვნა და ის ფეხბურთელები დაასახელა, რომლებიც „სამეფო კლუბმა“ ზაფხულში უნდა გაასხვისოს.

„ბლანკოსმა“ კორონავირუსის პანდემიის გამო 200 მილიონი ევრო დაკარგა და მადრიდელები ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ზაფხულში რამდენიმე ფეხბურთელს შეელევიან.

ერთ-ერთი, ვინც „სანტიაგო ბერნაბეუს“ დატოვებს, ხამეს როდრიგესი გახლავთ, მაგრამ კოლუმბიელი ფეხბურთელის ხელფასიდან გამომდინარე, მისი მსურველი კლუბის პოვნა ადვილი არ იქნება. ხამესს „ბენფიკას“, „ინტერს“, „მილანს“, „ნაპოლისა“ და „მანჩესტერს“ უკავშირებენ.

ხამესის მსგავს ვითარებაში იმყოფება გარეტ ბეილი და არაა გამორიცხული, „რეალი“ მის სატრანსფერო ღირებულებაზე გაცილებით ნაკლების მიღებას დათანხმდეს. პრობლემა ისაა, რომ უელსელის ხელფასი 17 მილიონი ევროა, რაც ბევრი კლუბისთვის მიუწვდომელი თანხაა.

ბეილისა და ხამესის გარდა, „სამეფო კლუბმა“ მარიანო დიასისა და ლუკა იოვიჩის გასხვისებაზეც უნდა იზრუნოს. ამასთან ერთად, მომდევნო სეზონის დაწყებამდე „ბლანკოსს“ 37 ფეხბურთელი ეყოლება და ზაფხულში „რეალისგან“ სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობაა მოსალოდნელი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები