პრემიერ ლიგის უცნაური სეზონის 10 ყველაზე უცნაური სტატისტიკური მაჩვენებელი
Aa
Aa

პრემიერ ლიგის უცნაური სეზონის 10 ყველაზე უცნაური სტატისტიკური მაჩვენებელი

პრემიერ ლიგის 2019-20 წლების სეზონი ფინიშს უახლოვდება. ჩემპიონატის დასრულებამდე რამდენიმე დღით ადრე, ბრიტანულმა გამოცემა Daily Mail-მა სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში დაფიქსირებული უცნაური სტატისტიკური მაჩვენებლები დაასახელა.

ბუნებრივია, სეზონი ჯერ არ დასრულებულა და ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა...

1 - ზაჰას ვერ აჩერებენ

„კრისტალ პალასის“ გარემარბი, ვილფრიდ ზაჰა მიმდინარე სეზონში შესანიშნავად ასპარეზობს. 27 წლის ვინგერის შეჩერება მეტოქეებს ძალიან უჭირთ და ხშირად მის წინააღმდეგ წესების დარღვევა უწევთ.

მიმდინარე სეზონში ზაჰაზე ყველაზე მეტჯერ, 243-ჯერ დაჯარიმდნენ! მეორე ადგილზე ასევე „კრისტალ პალასის“ ფეხბურთელი, ჯორდან აიუ იმყოფება, მაგრამ ამ უკანასკნელმა თავის გუნდს მხოლოდ 135 ჯარიმა მოუტანა!!!

2 - ვულვზი და ინგლისელები

პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში „ვულვზის“ რიგებში ინგლისელ ფეხბურთელს გოლი არცერთხელ გაუტანია.

3 - ბრუნო ფერნანდეშის ჯარიმა

 ბრუნო ფერნანდეშმა „ბორნმუთთან“ მატჩში ბრწყინვალე ჯარიმა შეაგდო. 2018 წლის დეკემბრის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა „მანჩესტერის“ ფეხბურთელმა პრემიერ ლიგაში ჯარიმა გაიტანა. „წითელ ეშმაკებს“ საჯარიმო დარტყმით გოლი ორ წელზე მეტი არ ჰქონდათ გატანილი.

4 - ბორნმუთი ბარნლის წინააღმდეგ

პირველ წრეში, „ბორნმუთისა" და „ბარნლის" დაპირისპირება პრემიერ ლიგის ისტორიაში სამუდამოდ დარჩება. იმ შეხვედრაში მხოლოდ 5 კარისკენ დარტყმა დაფიქსირდა, რაც 2003-04 წლების შემდეგ, როცა ამ სტატისტიკის აღრიცხვა დაიწყო, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

5 - რობერტო ფირმინოს მშრალი სერია

წარმოუდგენლად გვეჩვენება, მაგრამ ფაქტია, რომ რობერტო ფირმინოს პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში „ენფილდზე“ გოლი არ გაუტანია. ბრაზილიელმა 8 გოლი შეაგდო და რვავეჯერ გასვლით მატჩებში გამოირჩა. (ფირმინომ ეს სერია ჩელსისთან შეხვერაში შეწყვიტა და არისტოკრატების კარის აღება მოახერხა)

6 - კრისტალ პალასი და გოლები

„კრისტალ პალასს“ შეტევაში ძალიან უჭირს. მიმდინარე სეზონში „არწივებს“ პრემიერ ლიგის ერთ შეხვედრაში 2-ზე მეტი გოლი არცერთხელ გაუტანიათ და ეს მათ პრობლემებს იდეალურად ასახავს. „კრისტალ პალასი“ პრემიერ ლიგის პირველი გუნდია, რომელმაც მინიმუმ 3 გოლი ვერცერთხელ გაიტანა, მაგრამ დაქვეითებას მაინც გადაურჩა.

7 - ჰარი უილსონი საგოლე გადაცემების გარეშე

ჰარი უილსონი „ლივერპულიდან“ „ბორნმუთშია“ განათხოვრებული. მას იმ ფეხბურთელთა შორის, რომლებსაც საგოლე გადაცემა არ გაუკეთებიათ, ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი. უილსონის ანგარიშზე პრემიერ ლიგის 7 გოლია.

8 - პიერ-ემილ ჰიოიბერგს გოლების გატანა ძალიან უჭირს

პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში პიერ-ემილ ჰიოიბერგმა კარისკენ 46-ჯერ დაარტყა, მაგრამ გოლის გატანა ვერცერთხელ მოახერხა. ამ მაჩვენებლით იგი ინგლისის უმაღლეს დივიზიონში „საუკეთესოა“.

9 - არსენალის პრობლემები

„არსენალს“ მიმდინარე სეზონში სერიოზული პრობლემები აქვს და ეს ყველასთვის აშკარაა. „მეთოფეები“ საშინლად გამოიყურებიან და ზაფხულში ვითარების გამოსწორება მართებთ. მათი ერთ-ერთი გამოწვევა გამარჯვებისკენ სწრაფვის წყურვილის დაბრუნებაა.

მიმდინარე სეზონში ლონდონელებმა ბურთი მხოლოდ 2100-ჯერ დაიბრუნეს, რაც პრემიერ ლიგაში „ნიუკასლის“ შემდეგ ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.

10 - ლივერპულის შეცდომები

„ლივერპული“ დაცვაში ფენომენალურად გამოიყურება და მხოლოდ 29 გოლი აქვს გაშვებული, მაგრამ არის ერთი კომპონენტი, რომელშიც მერსისაიდელები მოიკოჭლებენ. „წითლების“ მიერ დაშვებულ შეცდომებს მათი კარის მიმართულებით განხორციელებული დარტყმა 25 შემთხვევაში მოჰყვა. პრემიერ ლიგაში ამაზე უარესი შედეგი მხოლოდ „ასტონ ვილას“ აქვს - 26.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები