ჰატაკიკომი - ტოჩინოშინმა ივლისის ბაშოზე მე-2 გამარჯვება გაიფორმა
ივლისის ბაშოს მე-4 დღეს ტოჩინოშინი მე-16 მაეგაშირა ნიშიკიგის დაუპირისპირდა და მე-2 გამარჯვება გაიფორმა.
ლევანმა ბრძოლა მავაშის აღებით გადაწყვიტა, თუმცა მეტოქემ ამის საშუალება არ მისცა და ხელი ჩაუკეტა, რა დროსაც „ტოჩიმ“ ჰატაკიკომის ილეთი შეასრულა და მეტოქე დოჰიოზე დააგდო.
გორგაძე ნიშიკიგის დღემდე 6-ჯერ შეერკინა, საიდანაც 4 ბრძოლა თვის სასარგებლოდ ჰქონდა დასრულებული.
ტურნირის მე-5 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-12 მაეგაშირა სადანოუმი იქნება, რომელთანაც სულ 7 ბრძოლა აქვს გამართული. 4 ქართველმა მოიგო, 3-ჯერ კი დამარცხდა.
სადანოუმის ტოჩინოშინის მსგავსად მოგება-წაგებათა ბალანსი 2-2-ზე აქვს.