სენ-პიერი: „ხაბიბი იდეალური მებრძოლია"
UFC-ის ორი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ჟორჟ სენ-პიერმა ხაბიბ ნურმაგომედოვის შესახებ ისაუბრა. ლეგენდარულმა კანადელმა „არწივი“ შეაქო და მას იდეალური მებრძოლი უწოდა.
„ხაბიბთან შერკინება ჩემთვის ძალიან საინტერესოა, რადგან მებრძოლი ნორმალური ადამიანივით არ ფიქრობს. მებრძოლს ყოველთვის უნდა იმ ბიჭის წინააღმდეგ იჩხუბოს, რომელიც უძლეველი ჩანს, იდეალური მებრძოლია და დაუმარცხებელი გახლავთ. ხაბიბი სწორედ ასეთია და მის გარშემო უძლეველობის აურაა.
ასეთი ბრძოლების დროს ფული მთავარი არაა. ბუნებრივია, ფინანსური მხარე მნიშვნელოვანია, მაგრამ პირველ ადგილზე არ დგას. ასეთ ბრძოლები დიდების მოპოვებას, ინდივიდუალური მიღწევის გაფორმებასა და ისტორიის დაწერას უკავშირდება“.
შეგახსენებთ, რომ ჟორჯ სენ-პიერი UFC-ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია. კარიერაში მან 28 შერკინება გამართა და მხოლოდ 2-ჯერ წააგო. ხაბიბს რაც შეეხება, ნურმაგომედოვი ჯერჯერობით დაუმარცხებელია და მის ანგარიშზე 28 გამარჯვებაა.