ხარაიშვილმა ჰელსინგბორგს გაუტანა და გოლი შაქარაშვილის ხსოვნას მიუძღვნა
Aa
Aa

ხარაიშვილმა ჰელსინგბორგს გაუტანა და გოლი შაქარაშვილის ხსოვნას მიუძღვნა

„გიოტებორგის“ ქართველმა ფეხბურთელმა, გიორგი ხარაიშვილმა „ჰელსინგბორგთან“ მატჩში თავი გამოიჩინა და გოლი გიორგი შაქარაშვილის ხსოვნას მიუძღვნა.

შვედური გუნდის ნახევარმცველმა ანგარიში მე-11 წუთზე გახსნა. გიორგიმ აბრაჰამის გადაცემით ისარგებლა და „გიოტებორგი“ დააწინაურა.


გატანილი გოლის შემდეგ, ხარაიშვილმა ტრაგიკულად დაღუპული ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო და კამერების წინ ლურჯი ფერის მაისურით წარსდგა, რომელზეც წარწერა, „შაქარა“ გახლდათ განთავსებული.

შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. მისი ცხედარი ოთხდღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა წყალში იპოვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები