მერაბ დვალიშვილი რეიტინგში დაწინაურდა
Aa
Aa

მერაბ დვალიშვილი რეიტინგში დაწინაურდა

ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი UFC რეიტინგში დაწინაურდა.

დვალიშვილი თავის 15 საუკეთესოთა შორის მოხვდა.

ქართველმა მებრძოლმა ბოლო ბრძოლა 14 ივნისს გამართა და მეტოქე გუსტავო ლოპესი იოლად დაამარცხა და ზედიზედ მე-4 გამარჯვება მოიპოვა.

UFC-ში ქართველის ანგარიშზე 4 გამარჯვებაა და 2 მარცხი.

შეგახსენებთ აბუ-დაბიში მდებარე მებრძოლთა კუნძულზე თავიანთ შეხვედრებს ლიანა ჯოჯუა და რომან დოლიძე გამართავენ.

რომან დოლიძის დებიუტი 19 ივლისს შედგება და იგი ხადის იბრაგიმოვს დაუპირისპირდება.

ლიანა ჯოჯუას რაც შეეხება, „მგელი“ მებრძოლთა კუნძულზე 16 ივლისს, დიანა ბელბიტას წინააღმდეგ იჩხუბებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები