შენგელია: „ცსკა-ში კალათბურთის სათამაშოდ გადავდივარ
Aa
Aa

შენგელია: „ცსკა-ში კალათბურთის სათამაშოდ გადავდივარ"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ რუსთავი 2-ს ინტერვიუ მისცა და ცსკა-ში გადასვლის მიზეზებზე ისაუბრა.

„ყოველ ზაფხულს, მექნება საშუალება, NBA-ის რომელიმე გუნდში გადავიდე. თუ რა თქმა უნდა, ჩემ მიმართ ინტერესი იქნება. ცსკა-ს მწვრთნელს უკვე ვესაუბრე და მითხრა, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი მექნება გუნდში, რომელიც ევროლიგის ჩემპიონობისთვის იბრძოლებს. ჩემთვის ეს წინგადადგმული ნაბიჯია და იმედი მაქვს, წარმატების მიღწევას შევძლებთ.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც ჩემს კონტრაქტშია ჩადებული, გახლავთ ის, რომ ევროლიგასა და ფიბას შორის არსებული დაძაბული ურთიერთობის მიუხედავად, მე პრობლემები არ შემექმნება და შემეძლება, საქართველოს ნაკრებს ამ ფანჯრების პერიოდში შევუერთდე. ცსკა-ს პრეზიდენტისგან ამ საკითხზე ოფიციალური წერილი მივიღე და მიუხედავად იმისა, რომ ევროლიგის კალათბურთელებს ნაკრებში თამაშის უფლება არ ეძლევათ, მე პრობლემები არ შემექმნება.

სიმართლე გითხრათ, ამაზე საუბარი არ მინდოდა, მაგრამ მაინც მომიწია. არ მინდოდა, ეს ყველაფერი თავის გასამართლებლად გამომეყენებინა, რადგან ვთვლი, რომ თავის სამართლებელი არაფერი მაქვს. ცსკაში კალათბურთის სათამაშოდ და ფარში ბურთის ჩასაგდებად მივდივარ.

ცსკა-ში გადასვლისას გადამწყვეტი ორი ფაქტორი იყო. პირველი - ევროლიგაზე ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და ამ ტურნირის მოგების შანსი მექნება. და მეორე - ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი ჩემს კონტრაქტში, რომელიც პრეზიდენტისგან წერილობითი სახით მივიღე და რომლის მიხედვითაც, საქართველოს ნაკრებში ჩამოსვლა და ჩემი ქვეყნის დახმარება შემეძლება“.

შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ს რიგებში გადასვლა ოფიციალურად გუშინ დადასტურდა. მოსკოველთა ცნობით, შენგელიამ მათ კლუბთან 3-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები