იაპონიაში ქომაგები მოცეკვავე რობოტებმა ჩაანაცვლეს
Aa
Aa

იაპონიაში ქომაგები მოცეკვავე რობოტებმა ჩაანაცვლეს

კორონავირუსის პანდემიის გამო გულშემატკივრებს სპორტულ ღონისძიებებზე დასწრება აკრძალული აქვთ. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კლუბები ტრიბუნებზე განსაკუთრებული ატმოსფეროს შესაქმნელად სხვადასხვა ხერხს მიმართავენ.

ყველაზე გავრცელებული პრაქტიკა ტრიბუნებზე „მუყაოს ქომაგების“ დამონტაჟებაა, თუმცა „ფუკუოკა სოფტბანკ ჰოუქსმა“, რომელიც ბეისბოლის იაპონური კლუბია, ახალი სიმაღლეები დაიპყრო.

„ფუკუოკამ“, „რაკუტენ იგლზის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩამდე, ტრიბუნებზე რობოტები განათავსა. მათ გუნდი გაამხნევეს და შეასრულეს ცეკვა, რომელსაც ტრადიციულად „ჰოუქსის“ გულშემატკივრები ასრულებენ.

რობოტების ნაწილი ადამიანს წააგავდა, ნაწილი - ძაღლს. რამდენიმე მათგანს ხელში დროშა ეჭირა, რომელსაც ცეკვის დროს აფრიალებდა, ხოლო რობოტი-ძაღლები „ფუკუოკას“ კეპებით იყვნენ გამოწყობილი.

ცხელი ამბები