შაკილ ონილი: „ფაჩულიას შევახსენებდი რატომ ვარ დიდების დარბაზში მე და არა ის
Aa
Aa

შაკილ ონილი: „ფაჩულიას შევახსენებდი რატომ ვარ დიდების დარბაზში მე და არა ის"

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ლეგენდარულმა ცენტრმა, შაკილ ონილმა Maxim-ს ინტერვიუ მისცა და რამდენიმე საინტერესო თემის შესახებ ისაუბრა. შაკს დრეიმონდ გრინის მიერ გაკეთებული განცხადების შესახებაც ჰკითხეს და 48 წლის ყოფილმა კალათბურთელმა პასუხში ზაზა ფაჩულია ახსენა.

„დრეიმონდ გრინმა თქვა, რომ მისი საჩემპიონო უორიორსი შენს ლეიკერსს დაამარცხებდა. რას ფიქრობ ამის შესახებ“?

„ჩემთვის რთული დასაჯერებელია, რომ ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი, პლუს მე და კობი სტივ კერისა და მის „ბანდას“ ვერ გავუმკლავდებოდით. კობი სტეფ კარის აიყვანდა და მას ყველაფერში აჯობებდა. ფიშერი კლეის ჩაიბარებდა და მას გაანეიტრალებდა. ფოქსი დრეიმონდ გრინის წინააღმდეგ ითამაშებდა და მას 6 პერსონალურ ფოლს პირველივე ტაიმში „აჰკიდებდა".

ჰორასი კევინ დურანტს თავისებურად მიუდგებოდა. მოდი, ვაღიაროთ, რომ კევინ დურანტი მხეცია და მის წინააღმდეგ რთულია რამე გააკეთო. ბოლოს კი, ფაჩულიას შევახსენებდი რატომ ვარ დიდების დარბაზის წევრი მე და არა ის“.

შეგახსენებთ, რომ შაკილ ონილმა „ლეიკერსთან“ ერთად ჩემპიონობა ზედიზედ 3-ჯერ იზეიმა. ზაზა კი, „გოლდენ სტეიტთან" ერთად NBA-ის ჩემპიონი ორჯერ გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები