''მან რწმენა მომცა, მისმა სიტყვებმა სიამაყით ამავსო''-არველაძე აიაქსის ყოფილ ექიმს ემშვიდობება
Aa
Aa

''მან რწმენა მომცა, მისმა სიტყვებმა სიამაყით ამავსო''-არველაძე აიაქსის ყოფილ ექიმს ემშვიდობება

ამსტერდამის ''აიაქსს'' სამედიცინო შტაბის მენეჯერი პიმ ვან დორდი დაემშვიდობა. 1973-80 წლებში ჰოლანდიელი ''აიაქსის'' ფეხბურთელი იყო, 26 წლის ასაკში ტრავმის გამო კარიერა ნაადრევად დაასრულა და შემდეგ ''აიაქსში'' განსხვავებულ პოზიციაზე მუშაობდა. მას კარგა ესმოდა როგორც ფეხბურთი, ასევე სამედიცინო სფერო და მასთან მუშაობა ფეხბურთელებისთვის სასიამოვნო იყო.

ჰოლანდიური კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან ინტერვიუში შოთა არველაძე ''აიაქსში'' გადასვლის საწყის პერიოდს იხსენებს, როცა ადაპტაციაში პიმ ვან დორდი დაეხმარა.

შოთა არველაძე: ''აიაქსში'' გადასვლისას თავს უცნაურად ვგრძნობდი, ჰოლანდიურად საუბარი არ შემეძლო და ინგლისური ცუდად ვიცოდი. პირველ ვარჯიშზე ძალიან ვნერვიულობდი. ერთხელ ვარჯიშზე ბუცი დამრჩა, ძალიან შემრცხვა, რაც პიმმა დაინახა, გაბედული რეაქცია ჰქონდა და რონალდ დე ბურს მიმართა: ''რონალდ, ვფიქრობ თქვენ ერთი ზომის ფეხი გაქვთ და შენ გაქვს სათადარიგო ბუცი, რომელსაც შოთა გამოიყენებს.''

ამ მომენტიდან მოყოლებული პიმთან კარგი ურთიერთობა მქონდა. მან რწმენა და სიმშვიდე მომცა. მას სურდა, რომ თავი კარგად მეგრძნო. ის ჭკვიანი და შესანიშნავი პიროვნებაა. ის არ იყო გუნდის მწვრთნელი და პროფესიული კუთხით მისი ინტერესი არ იყო როგორ ვითამაშებდი, თუმცა მას ჩემთვის ყოველთვის საუკეთესო სურდა.

სამედიცინო საკითხების გარდა მან ფეხბურთის შესახებ ბევრი რამ მასწავლა. მან მომცა ცოდნა იმის შესახებ თუ როგორ მოვპყრობოდი სხეულს. ასევე, დიდი ცოდნა მომცა ''აიაქსის'' და ამ კლუბის სულის შესახებ.

''აიაქსში'' თავდაპირველად 24-ნომრიანი მაისურით ვთამაშობდი, შემდეგ 9-ნომრიანით და ბოლო სეზონში 14-ნომრიანი მაისური ჩავიცვი, თუმცა იყო შანსი, რომ 14-ნომრიანი მაისური დამებრუნებინა. პიმი იყო პირველი, რომელმაც 14 ნომერთან დაკავშირებით შემდეგი მითხრა: ''შოთა, 14-ნომრიანი მაისური განსაკუთრებულია და მე ვიცი, რომ ეს შენ კარგად გაქვს გააზრებული. მოხარული ვარ, რომ შენ ხარ ერთ-ერთი, ვისაც ამ მაისურით თამაშის შესაძლებლობა მიეცა, მაგრამ შენ ასევე გესმის, რომ ეს დიდი პასუხისმგებლობაა.'' ფანტასტიკური პიროვნება იყო და ამ სიტყვება სიამაყით ამავსო.''

1997-98 წლების სეზონი შოთა არველაძის ამსტერდამულ კარიერაში სადებიუტო იყო. ''აიაქსმა'' დუბლი შეასრულა, ჰოლანდიის ჩემპიონატი და თასი მოიგო. ჰოლანდიის უდიდესი კლუბის ღირსებას 2001 წლამდე იცავდა.

ქართველმა თავდამსხმელმა ჰოლანდიის ჩემპიონატის სადებიუტო სეზონში 25 გოლი შეაგდო და მხოლოდ ''ვიტესის'' გოლეადორ ნიკოს მახლასს ჩამორჩა, რომლის ანგარიშზე 34 გოლია. არველაძისა და მახლასის გოლებს შორის ის განსხვავებაა, რომ ქართველს პენალტის ნიშნულიდან არ გაუტანია, ხოლო ბერძენმა თავდამსხმელმა 5 გოლი თერთმეტმეტრიანით შეაგდო.

ლეგენდარულ ქართველ თავდამსხმელს ჰოლანდიის ჩემპიონატში 25-ზე მეტი გოლი აღარ გაუტანია, თუმცა შოტლანდიიდან დაბრუნების შემდეგ ლუის ვან გაალის ''ალკმაარში'' საკმაოდ წარმატებული წლები გაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები