ფეხბურთი სირიაში - გულშემატკივრები საყვარელ გუნდებს შენობების სახურავებიდან ქომაგობენ
Aa
Aa

ფეხბურთი სირიაში - გულშემატკივრები საყვარელ გუნდებს შენობების სახურავებიდან ქომაგობენ

ფეხბურთის სირიელმა გულშემატკივრებმა თავიანთი საყვარელი გუნდის მხარდასაჭერად ახალ გზას მიაგნეს. კორონავირუსის პანდემიის გამო საფეხბურთო სეზონი სირიაშიც შეწყდა და იძულებითი პაუზის შემდეგ, ფეხბურთელები მოედანს მაისში დაუბრუნდნენ.

მატჩები დახურულ კარს მიღმა იმართება, თუმცა სირიელი ქომაგებისთვის ეს დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. ისინი სტადიონთან მდებარე შენობების სახურავებზე იკრიბებიან, საიდანაც მოედანი კარგად ჩანს და საყვარელ გუნდებს ამხნევებენ.

გულშემატკივრები დისტანციას არ იცავენ, დროშებს აფრიალებენ, მღერიან და კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, ფეხბურთით ტკბებიან.

შეგახსენებთ, რომ სირიაში არსებული მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, Covid-19-ით 144 ადამიანი დაინფიცირდა და მათგან მხოლოდ 6 გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები