კრივი ხელთათმანების გარეშე - პოლონელი ტაისონის ბრუტალური ნოკაუტი
Aa
Aa

კრივი ხელთათმანების გარეშე - პოლონელი ტაისონის ბრუტალური ნოკაუტი

კრისტიან კუზმა კრივის წესებით, ოღონდ ხელთათმანების გარეშე გამართულ ბრძოლებში იღებს მონაწილეობას და მას მეტსახელად „პოლონელ ტაისონს“ უწოდებენ. შაბათს გამართული ბრძოლის შემდეგ, „პოლონელი“ ტაისონი საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა.

Gromda-ს ეგიდით ჩატარებული ტურნირის ნახევარფინალში კუზმა ლუკაშ ზალუშკას დაუპირისპირდა და მეტოქე ბრუტალური ნოკაუტით დაამარცხა. ნოკაუტი იმდენად მძიმე იყო, რომ ზალუშკა რინგზე რამდენიმე წუთის განმავლობაში იწვა და მას ექიმები დახმარებას უწევდნენ, შემდეგ კი, რინგიდან საკაცით გაიყვანეს.

ტურნირის წესების მიხედვით, ბრძოლა 4 ჩვეულებრივი რაუნდისგან შედგება და თუ 4 რაუნდის შემდეგ, გამარჯვებული არ გამოვლინდა, მე-5 რაუნდი ინიშნება, რომელიც მანამ გაგრძელდება, სანამ რომელიმე მებრძოლი მეტოქეს არ დაამარცხებს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები