მაყურებლიანი სერია A ამ სეზონშივე? - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ოპტიმისტურადაა
იტალიის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, სანდრა ძამპას განცხადებით, შესაძლოა, სერია A-ს მიმდინარე სეზონის ბოლოს სტადიონებზე გულშემატკივრები დაუშვან.
„ეს ყველაფერი ეპიდსიტუაციის განვითარების სპეციფიკაზე იქნება დამოკიდებული. შესაძლებელია, რომ ამ საკითხზე სამეცნიერო ტექნიკურ კომიტეტთან, სპორტის მინისტრ ვინჩენცო სპადაფორასთან და ჯანდაცვის მინისტრ რობერტო სპერანცასთან ერთად ვიმსჯელოთ.
სტატისტიკა დადებით ტენდენციებს აჩვენებს და ნელ-ნელა მივდივართ იქამდე, რომ რეგიონებს შორის გადაადგილებას სრულად მწვანე შუქი აენთება. ჩვენ დროთა განმავლობაში შევაფასებთ ეპიდსიტუაციას და თუ ყველაფერი წესრიგში იყო, შესაძლებელია, რომ სერია A-ს სეზონის დასკვნითი ნაწილი მაყურებლებთან ერთად გაიმართოს.
თუ ყველაფერი ისევე გაგრძელდა, როგორც ახლაა, ჩვენ ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდებით“.
შეგახსენებთ, რომ იტალიის ჩემპიონატი 20 ივნისიდან განახლდება. მატჩები პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარდება და ჩემპიონატი 2 აგვისტოს დასრულდება.