გიორგი გახარია-"უახლოეს პერიოდში სპორტსმენები ვარჯიშებს და წვრთნებს განაახლებენ"
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში დეპუტატების კითხვებს პასუხობს.
ქვეყნის პირველ პირს ოლიმპიელების და სპორტსმენების მზადებაზე კითხვა ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა დაუსვა.
ცნობისთვის, ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე გაიმართება. თამაშებს სახელი შეუნარჩუნეს და ისევ „ტოკიო 2020“ ერქმევა.
შეგახსენებთ, რომ 24 მარტს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, თომას ბახმა იაპონიის პრემიერ-მინისტრ შინძო აბეს რჩევა გაითვალისწინა და თამაშების გადადებაზე საბოლოო თანხმობა განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადების ისტორიაში პირველად მოხდა, როცა თამაშები გადაიდო. მსოფლიო ომის გამო ერთ-ერთი ოლიმპიადა საერთოდ გაუქმდა.
გახარიამ ფეხბურთის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა: "დასაწყებია ეს თემა, ოღონდ მაყურებლების გარეშე. მაყურებლების გარეშე უნდა დავაკვირდეთ ალბათ ორი კვირა, ერთი თვე და მერე უნდა მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება, რომ არ გამოვეთიშოთ ტურნირებს".