30 წლის წინ - საქართველოს ნაკრებმა პირველი მატჩი გამართა
Aa
Aa

30 წლის წინ - საქართველოს ნაკრებმა პირველი მატჩი გამართა

ამ დღეს ზუსტად 30 წლის წინ - 1990 წლის 27 მაისს ჩვენი ფეხბურთის ისტორიაში ახალი ფურცელი დაიწერა. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველი შეხვედრა გამართა. მეტოქე კიდევ ერთი პოსტსაბჭოთა ქვეყნის,ლიეტუვის ნაკრები იყო. მატჩი, რომელიც თბილისში, „დინამოს" სტადიონზე გაიმართა, ფრედ 2:2 დასრულდა. შეხვედრას 55 000 მაყურებელი დაესწრო. ბალტიისპირელები ორჯერ იგებდნენ, მაგრამ ჯერ გია გურულმა გაათანაბრა ანგარიში, მერე კი კახა კაჭარავამ.საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველი გოლი გია გურულმა გაიტანა. ნაკრების პირველი კაპიტანი ოლიმპიული ჩემპიონი გელა კეტაშვილი იყო.1990 წელს ჩვენი ფეხბურთის ფედერაცია ჯერ კიდევ არ იყო ფიფას და უეფას წევრი, ამიტომ ლიეტუველებთან მატჩს ნაკრების ფიფას ჩამონათვალში ვერ შეხვდებით. 

 

საქართველო: ბალაძე - ფირცხალავა, ცხადაძე (71. კაჭარავა), კეტაშვილი, ნადირაძე - რევიშვილი (46. ბიგვავა), კუდინოვი, კორღალიძე (46. თორღაშვილი), ქეცბაია - გურული, ფანცულაია (46. გოგრიჭიანი).

მწვრთნელი: გივი ნოდია

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები