მესი და გუარდიოლა ხეტაფეში - „მათ გადაბირებასთან ძალიან ახლოს ვიყავით“
Aa
Aa

მესი და გუარდიოლა ხეტაფეში - „მათ გადაბირებასთან ძალიან ახლოს ვიყავით“

„ხეტაფეს“ პრეზიდენტმა, ანხელ ტორესმა Marca-სთან საუბრისას განაცხადა, რომ მისი კლუბი ლიონელ მესისა და პეპ გუარდიოლას გადაბირებასთან ძალიან ახლოს იყო. ტორესს „ბარსელონას“ ყოფილ პირველ პირთან, ჟოან ლაპორტასთან შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა და ამის გამოყენება სცადა, თუმცა არაფერი გამოუვიდა.

„მესის პირველ თუ მეორე სეზონში მისი იჯარის წესით დამატებასთან ძალიან ახლოს ვიყავით. ორივე მხარე თანახმა იყო, თუმცა ფრანკ რაიკაარდმა უარი განაცხადა და არაფერი გამოგვივიდა.

გუარდიოლას შემთხვევაშიც იგივე მოხდა. ერთ დღეს, ჩიკი ბეგირისტაინი(ბარსას სპორტული დირექტორი) შვეიცარიაში, ევროტურნირების კენჭისყრაზე დასასწრებად იმყოფებოდა და ჩვენი იდეა ასეთი იყო - ხეტაფეს მთავარი მწვრთნელი, მიქაელ ლაუდრუპი ბარსელონაში გადავიდოდა, ხოლო მის სანაცვლოდ პეპ გუარდიოლას მივიღებდით. ლაპორტას თავიდან გუარდიოლასი არ სჯეროდა“.

სპეკულაციების მიუხედავად, ლაუდრუპი „კამპ ნოუზე“ არ გადასულა, ხოლო გუარდიოლამ „ბლაუგრანასთან“ ერთად ისტორია დაწერა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები