"სამი ფეხი მქონდა", - ვიაგრა ვიტამინის ნაცვლად | რუნისა და დეფოს ბოროტი ხუმრობა
„ვესტ ჰემის“ ყოფილმა ფორვარდმა ინგლისელმა კარლტონ კოულმა საფეხბურთო პოდკასტის დროს, ჯერმეინ დეფოსთან საუბრისას ერთი უცნობი, უცნაური და სახალისო ისტორია გაიხსენა. ფეხბურთელის თქმით მას რუნიმ და დეფომ მოტყუებით ვიაგრა დაალევინეს, ის კი ფიქრობდა რომ ვარჯიშამდე უბრალოდ ვიტამინი მიიღო.
„სექსუალურად აღგზნებული არ ვყოფილვარ, თუმცა ვარჯიშისას ყველაზე სწრაფი ადამიანი ვიყავი, მე სამი ფეხი მქონდა.
ეს მოგონება ჩემი ტვინიდან ამოვიღე, ახლა კი შენ ცუდ მოგონებებს მიღვიძებ“.
ამ ისტორიის შესახებ საუბარი ჯერმეინ დეფომ განაგრძო:
„კარლტონი ყოველთვის იღიმოდა და მხიარული ბიჭი იყო. შემდეგ გავიფიქრეთ - თუ, ვაპირებთ, რომ ეს აბი ვინმეს მივცეთ, ვინ უნდა იყოს ის?
კოულმა ეს უბრალოდ მიიღო, ის ფიქრობდა - „ოო ვიტამინები, ჩემი სხეულისთვის კარგია“. თავს ვერ ვიკავებდი, ეს ყველაზე სასაცილო რამ იყო. როცა ჩვენ მას სიმართლე ვუთხარით... შემდეგ მისი სახე!
მას არაფრის გაკეთება არ შეეძლო. მე გავიფიქრე - მეგობარო, შენ ამის გაკეთება რამდენიმე საათის განმავლობაში მოგიწევს. ღმერთო ჩემო“.
საბოლოოდ, ინგლისის ნაკრების მაშინდელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ კოულს ვერაფერი შეამჩნია და ამ მხირვ მას გაუმართლა, თუმცა საათობით შეუჩერებლად ვარჯიში მოუხდა.
კოულმა ინგლისის ნაკრებში ჯამში სულ 7 მატჩი ჩაატარა. მან საფეხბურთო სამყაროს თავი 2006-2015 წლებში „ვესტ ჰემში“ აპსარეზობისას გააცნო. „ჩაქუჩების“ რიგებში მან 293 შეხვედრაში 67 გოლი გაიტანა და 33 საგოლე გადაცემა შეასრულა.