მარსელო :
Aa
Aa

მარსელო : "საბა, როგორ ხარ? კეთილი იყოს შენი მობრძანება ოჯახში, შეხვედრამდე მადრიდში“

საბა, როგორ ხარ, კეთილი იყოს შენი მობრძანება ოჯახში. შეხვედრამდე მადრიდში“, - ასეთი სიტყვებით ბელგიის „ვაასლანდ ბევერენის“ ქართველ ფეხბურთელს, საბა ჭინჭარაულს მადრიდის „რეალის“ ბრაზილიელი მცველი მარსელო მიესალმა.

ქართველმა მცველმა 2019 წელს კონტრაქტი სამენეჯერო სააგენტო „ლაიფ პროსთან“ გააფორმა, რომლის ინტერესებსაც მარსელო იცავს, სააგენტოს კი ბრაზილიელი ფეხბურთელის აგენტი როდრიგო კანტიერი და მისი ცოლის ძმა კაიო ალვესი ხელმძღვანელობენ.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, შესაძლოა, ქართველი ფეხბურთელი უახლოეს მომავალში სხვა უფრო ძლიერ გუნდში აღმოჩნდეს, რაზეც მარსელოს მიერ გამოჩენილი ყურადღებაც მიუთითებს.

საბა ჭინჭარაული, რომელიც ბელგიაში დაიბადა და გაიზარდა, თბილისის „დინამოს“ ყოფილი ფეხბურთელის გია ჭინჭარაულის შვილია.

„ვაასლანდ ბევერენის“ აკადემიაში ვარჯიში 2016 წელს დაიწყო, 2018 წელს კი დუბლშემადგენლობაში გადაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში იყო გამოძახებული და რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრაშიც ითამაშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები