კალუმ დისკვალიფიკაცია მიიღო - მიზეზი Facebook ლაივია
Aa
Aa

კალუმ დისკვალიფიკაცია მიიღო - მიზეზი Facebook ლაივია

„ჰერტას“ ფეხბურთელი, სალომონ კალუ სკანდალში გაეხვია. კოტ-დივუარელი შემტევი საზოგადოების ყურადღების ცენტრში Facebook ლაივის შემდეგ, მოექცა, რომელმაც გერმანული პრესის ცნობით, ქვეყანა შოკში ჩააგდო.

ვიდეოში იგი და მისი თანაგუნდელების ბუნდესლიგის ხელმძღვანელების მიერ დაწესებულ ჰიგიენის წესებს არღვევენ, ერთმანეთს ხელს ართმევენ და არც დისტანციას იცავენ. ამასთან ერთად, „ჰერტას“ მოთამაშეები კორონავირუსის პანდემიის გამო, შემცირებულ ხელფასებზეც წუწუნებენ.

ვიდეოს მეორე ნაწილში კალუს კამერა თანაგუნდელს აფიქსირებს, რომელსაც სავარაუდოდ, Covid-19-ის ტესტი უტარდება. კლუბის ექიმი მას ვიდეოს წაშლას სთხოვს, თუმცა „ჩელსის“ ექს-ფეხბურთელი ოთახს ტოვებს და ამბობს, რომ ეს მხოლოდ ხუმრობაა.

კალუს ლაივს სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და კოტ-დივუარელი ბევრმა გააკრიტიკა. საბოლოოდ საქმე იქამდე მივიდა, რომ „ჰერტა“ იძულებული გახდა ვეტერანი მოთმაშისთვის დისკვალიფიკაცია მიეცა.

შეგახსენებთ, რომ ბუნდესლიგის კლუბებმა ვარჯიში განაახლეს და ჰიგიენის წესების დაცვა და დისტანციის დაჭერა აუცილებელი მოთხოვნაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები