ანრი: "არსენალში თამაში ჩემთვის გაცილებით ადვილი იყო, ვიდრე ბარსელონაში
ლეგენდარულმა ფრანგმა ფორვარდმა ტიერი ანრიმ ინსტაგრამზე PUMA Football-ზე სერხიო აგუეროსთან ერთად ონლაინჩართვისას აღნიშნა, რომ მას „არსენალში“ თამაში გაცილებით უადვილდებოდა, ვიდრე „ბარსელონაში“.
„არსენალში სადაც მინდა იქ წავიდოდი და ისე ვითამაშებდი. მაგალითად, როგორც შენ (აგუერო) და ფორლანი იყავით ატლეტიკოში.
არსენალში ჩემთვის გაცილებით მარტივი იყო თამაში, რადგან გვერდით ბერგკამპი, ან კანუ მყავდა. მათ მოედნის ცენტრში საჯარიმოსთან დარჩენა უყვარდათ, რაც მე მეტ თავისუფლებას მაძლევდა. მინდოდა უკან ჩავიდოდი და ორივე ფლანგზე გადავიდოდი სათამაშოდ.
ვთამაშობდი არსენალში და არასდროს მიფიქრია, რომ გუნდს დავტოვებდი, თუმცა ასე მოხდა. წავედი ბარსელონაში, სადაც თამაშის ახალი და სულ სხვა სტილი იყო. მათთან ადაპტირება დამჭირდა.
იქ ბერგკამპი და კანუ აღარ მყავდნენ. რაიკაარდს ვთხოვე, რომ მარცხენა ფლანგზე დავეტოვებინე და იქ მეთამაშა. შემდეგ პეპი მოვიდა... გუარდიოლა საოცარი მწვრთნელია, თუმცა ის ძალიან მომთხოვნი, ძალიან ინტენსიურია და ფაქტიურად თქვენ მასთან ჭადრაკს თამაშობთ“.
ანრიმ განმარტა, თუ როგორ ადაპტირდა გუნდთან. როგორ შეწყვიტა მან ზედმეტი დრიბლინგები, რათა თანაგუნდელებისთვის მოედანზე მეტი სივრცე შეექმნა:
„ყოველთვის გინდა, რომ იმაზე ერთი ნაბიჯით წინ იყო, რასაც აკეთებ. თუ, ამის გაკეთება გსურს, მაშინ შენს პოზიციაზე უნდა დარჩე, რათა მოედანი გაცილებით დიდი გამოჩნდეს, რამდენადაც შესაძლებელია, რადგან ნახევარმცველებმა თავისი საქმე გააკეთონ.
ცრუ გარბენები უნდა გამეკეთებინა, რომ გამთამაშებლისთვის სივრცე შემექმნა, რომელსაც შემდეგ ინიესტა გამოიყენებდა. ამის გაკეთება საჭირო იყო, რადგან ჩვენ ერთი საყრდენითა და ორი გამთამაშებლით ვთამაშობდით. უკან ჩარბენა ყოველთვის მიწევდა, რომ დავრწმუნებულიყავი ანდრესს ბურთი მოპოვებული ჰქონდა. თუ, ასე არ ვიზამდი სივრცე იკარგებოდა.
ნელ-ნელა სივრცის გაგება დავიწყე, შემდეგ მასში გადაადგილება ვისწავლე. როდესაც სტილთან ადაპტირება და ყველაფრის ათვისება დავიწყე 2009 წლის სეზონი გახლდათ, რომელშიც ყველა შესაძლებელი ტურნირდან ყველა მათგანი მოვიგეთ. ეს საოცარი დრო იყო, თუმცა როგორც იცით, არსენალი ჩემს გულშია“.
ანრიმ „ბარსელონას“ რიგებში 2007-2010 წლებში ითამაშა და ოცნების ასრულება შეძლო - „ტიტიმ“ 2009 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო.