არველაძე, გასკოინი, ლაუდრუპი - ქართველი ''რეინჯერსის'' სიმბოლურ გუნდში
Aa
Aa

არველაძე, გასკოინი, ლაუდრუპი - ქართველი ''რეინჯერსის'' სიმბოლურ გუნდში

90min.com-მა გლაზგოს ''რეინჯერსის'' თანამედროვე ეპოქის სიმბოლური გუნდი დაასახელა. მათ შორის ქართველი ფორვარდი შოთა არველაძე მოხვდა, რომელიც შოტლანდიურ კლუბში 2001-05 წლებში ასპარეზობდა და პრემიერ ლიგა ორჯერ მოიგო.

''არველაძე ''რეინჯერსში'' 2001 წელს ამსტერდამის ''აიაქსიდან'' გადავიდა, ის ბუნებრივი გოლეადორი იყო. ქართველი ფორვარდი ''რეინჯერსს'' კარგად მოერგო და შესაძლებლობები კარგად გამოავლინა. ყველა ტურნირის ჩათვლით არველაძემ ''რიენჯერსის'' მაისურით 57 გოლი შეაგდო.''

თერთმეტეულში შოთა არველაძესთან ერთად პოლ გასკოინი, ბრაიან ლაუდრუპი, დადო პრშო, სტეფან კლოსი, ფერნანდო რიქსენი, ლორენცო ამორუზო, კრეიგ მური, შაშა პაპაცი, ბარი ფერგიუსონი და სტივენ დევისი მოხვდნენ.

''რეინჯერსში'' შოთა არველაძის გარდა კიდევ ერთი ქართველი ზურაბ ხიზანიშვილი თამაშობდა, თუმცა თერთმეტეულში ერთი ქვეყნის მხოლოდ ერთი ფეხბურთელი უნდა შეეყვანათ. თერთმეტეულის შერჩევის პრინციპი ასეთი იყო. შოტლანდიელთაგან სიმბოლურ გუნდში ბარი ფერგიუსონი მოხვდა.

ჩემპიონობის გარდა არველაძემ შოტლანდიის თასი ორჯერ მოიგო, პირველად 2002 წელს, მეორედ 2003 წელს.

არველაძის შოტლანდიურ კარიერაში ყველაზე წარმატებული 2002-03 წლების სეზონი იყო, როცა ''რეინჯერსმა'' პრემიერ ლიგისა და შოტლანდიის თასის გარდა ლიგის თასიც მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები