რაზე დავდოთ ფსონი? - საუკეთესო რჩევები პარასკევისთვის
კორონავირუსით გამოწვეული გლობალური პანდემიის გამო სპორტული აქტივობების რიცხვი მინიმუმამდე შემცირდა. გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ბლოგი, რომლითაც ყველა სპორტისა და მათ შორის კიბერ სპორტის ეგიდით, იმ დღეს გასამართ მატჩებს მოკლედ მიმოვიხილავთ.
ბლოგი დაეხმარება მასაც, ვისაც უბრალოდ სპორტული ღონისძიების ყურება სურს და მასაც, ვისაც მათზე თანხის დადებისა და ამ გზით გართობის სურვილი აქვს.
ფეხბურთი
ბელარუსის ჩემპიონატში მე-5 ტური გუშინ გამართული ორი მატჩით გაიხსნა, დღესაც ამდენივე შეხვედრაა ჩანიშნული.
დღის პირველ თამაშში ერთმანეთის წინააღმდეგ აუტსაიდერები: "ბელშინა" და "სმოლევიჩი" დაუპირისპირდებიან. "ბელშინამ" სეზონში პირველი ქულა წინა ტურში აიღო, როცა "ნემანთან" 1:1 ითამაშა, "სმოლევიჩის" აქტივში კი 2 ქულა გახლავთ. ორივე გუნდი ჩაკეტილი და დაცვითი ფეხბურთის მიმდევარია, რაზეც, როგორც ურთიერთშეხვედრები, ასევე საწყისი ტურების მატჩები მეტყველებს. ასე რომ, დიდად სანახაობრივი თამაშის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს.
მეორე მატჩში უკვე თასის მოქმედი გამარჯვებული, "შახტიორ სოლიგორსკი" მე-4 ადგილზე მოულოდნელად აღმოჩენილ "სლუცკს" მიიღებს. სოლიგორსკელებმა საწყის 4 ტურში მხოლოდ 5 ქულა აიღეს და ცხრილში შეუფერებელ პოზიციაზე არიან, სიტუაციის გამოსწორება კი სწორედ ასეთი დონის მეტოქეებთან უნდა სცადონ. მით უმეტეს, რომ ბოლო წლების ურთიერთშეხვედრებში მათი უპირატესობა აშკარაა. სამწუხაროდ, მძიმე ტრავმა მიიღო "შახტიორის" ქართველმა ფორვარდმა, ლაშა შინდაგორიძემ, მეორე ქართველი - გეგა დიასამიძე კი სრულ მზადყოფნაშია და, წესით, დღეს მოედანზეც უნდა ვიხილოთ. რა თქმა უნდა, ულაპარაკო ფავორიტი "შახტიორია", რომელსაც ვითარების გამოსწორება და ცხრილში ზემოთ ასვლაზე ზრუნვა მართებს.
ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ Crystalbet-ზე ორივე ამ მატჩზე ფსონის დადება, სტანდარტულ პოზიციებთან ერთად, ე.წ. „ცოცხალზე“: ბარათებზე, კუთხურებზე, ჯარიმებზე, დარტყმებზე, კარში დარტყმებზე, თამაშგარესა და ბურთის ფლობაზეც შეგვიძლია. ამასთანავე, ორივე მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია იმავე Crystalbet-ის საიტზე იქნება.
*******
მთავარი ლიგის პარალელურად გრძელდება ბელარუსის უმაღლესი ლიგის გუნდების სარეზერვო შემადგენლობათა ჩემპიონატიც. დღეს, ამ ტურნირზე ერთბაშად 4 მატჩია.
როგორც პირველმა ტურებმა გვიჩვენა და გუშინდელმა სათამაშო დღემ დაადასტურა, ამ ტურნირზე გუნდები მხიარულ და შემტევ ფეხბურთს ანიჭებენ უპირატესობას. მაგალითად, გუშინ გამართულ ორ შეხვედრაში ასეთი ანგარიშები დაფიქსირდა - 4:2 და 6:2.
გუნდების უმრავლესობა, მართლაც, შემტევი სტილის მიმდევარია და უხვგოლიანი დაპირისპირებებს დღევანდელ მატჩებშიც უნდა ველოდეთ.
აქვე დავამატოთ, რომ დღეს 1 თამაშია ჩანიშნული ბელარუსის რანგით მეორე დივიზიონ I ლიგაშიც.
დადე ფსონი ფეხბურთზე დადე ფსონი ფეხბურთზე
სიმულირებული რეალითი ლიგა (SRL)
სიმულირებული რეალითი ლიგა წარმოადგენს რეალური მატჩების მოდელირებას, თამაშის მიმდინარეობა წარიმართება რეგულარული მატჩის ფორმატში - ორი 45-წუთიანი ტაიმით. ტურნირის სახელი Simulated Realiti League (SRL) მიუთითებს იმაზე რომ მატჩები იმიტირებულია და არ არის რეალური, ფსონების მიღება და დაანგარიშება მოხდება რეგულარული მატჩის ფორმატში.
SRL-ის ეგიდით, 4 მატჩი ჩატარდება დღეს ესპანეთის ლა ლიგაში, ხოლო რუსეთის, თურქეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ჩემპიონატებში თითო-თითო შეხვედრაა ჩანიშნული.
სიმულირებული რეალითი ლიგის ყველა მატჩზე Crystalbet-ი ფსონებს 1000-მდე პოზიციაზე იღებს. ჩვეულებრივი პოზიციების გარდა, მომხმარებელს ფსონის დადება ყვითელ ბარათებსა და კუთხურებზეც შეუძლია.
დადე ფსონი SRL-ზე დადე ფსონი SRL-ზე
ფრენბურთი
რუსეთში, ქალებს შორის, Ural League გრძელდება. დღეისთვის ორი შეხვედრაა ჩანიშნული. "ურალ მაუნტიენსი"-"რედ ფოქსისა" და "ურალ სტარსი"-"ენერჯის" შეხვედრებში შანსები დაახლოებით თანაბრად ნაწილდება და ექსპერტები დაძაბულ ბრძოლას ვარაუდობენ. Crystalbet-ი ხსენებულ მატჩებზე ფსონებს მოგებულ-წაგებულზე, ქულების ჰანდიკაპსა და ტოტალზე იღებს.
*******
ამხანაგური ტურნირი მიმდინარეობს Kung Volleyball-იში. ვინაიდან ეს სპორტი ჩვეულებრივი ფრენბურთისგან განსხვავდება და ფართო აუდიტორიამ მისი წესები ნაკლებად იცის, ვეცადოთ, უკეთ გავერკვიოთ.
“კუნგ ფრენბურთი” სტანდარტული ფრენბურთის მსგავსი თამაშია - გუნდებში 3-3 მოთამაშეა. მატჩი ორი სეტის მოგებამდე გრძელდება, თითოეული კი 21 ქულამდეა. იმ შემთხვევაში, თუ თამაში მე-3 სეტამდე მივიდა, იქ უკვე 15 ქულის აღებაა საჭირო. ამასთანავე, სეტის მოსაგებად აუცილებელია მინიმუმ ორქულიანი სხვაობით წინ გასვლა, მაგალითად: თუ ანგარიში 20:20 გახდა, თამაში იქამდე გაგრძელდება, სანამ რომელიმე გუნდი ორი ქულით არ დაწინაურდება.
მოთამაშეებს არ აქვთ უფლება გამოიყენონ ხელები თამაშის დროს, ბურთის გასათამაშებლად საჭიროა ფეხების, თავის, მუხლების და გულმკერდის გამოყენება.
Crystalbet-ი ხსენებულ ამხანაგურ ტურნირ Kung Volleyball-იზე ფსონებს მატჩების მოგებულზე, ქულების ფორებსა და ქულების მეტობა-ნაკლებობაზე იღებს. დღის განმავლობაში 10-მდე მატჩი გაიმართება, შეხვედრები სესიებადაა გადანაწილებული.
დადე ფსონი ფრენბურთზე დადე ფსონი ფრენბურთზე
ჰოკეი
რუსეთში, „შორთ ჰოკეიში“, რომელიც 10-წუთიან 3 ტაიმს მოიცავს, Liga Pro-ს გათამაშება გრძელდება. დღეს ჯამში 10 თამაში გახლდათ ჩანიშნული, ყველა მათგანი ერთმანეთისგან განსხვავებულ დროს იწყება, შესაბამისად, სათამაშო დღე პრაქტიკულად, დილიდან საღამომდე მიმდინარეობს.
იქიდან გამომდინარე, რომ მატჩებს დიდწილად გასართობი ხასიათი აქვს, იმაზე გაცილებით მეტი გოლი გადის ხოლმე, ვიდრე ჩვეულებრივ ჰოკეიში. არადა, მასთან შედარებით "შორთ ჰოკეიში" დრო 2-ჯერ ნაკლებია.
Crystalbet-ი თავის მომხმარებელს სრულიად უფასოდ სთავაზობს, რომ „შორთ ჰოკეის“ ყველა მატჩს პირდაპირ ეთერში უყუროს - ამისთვის მხოლოდ საიტზე ავტორიზაციაა საჭირო.
დადე ფსონი ჰოკეიზე დადე ფსონი ჰოკეიზე
დარტსი
საინტერესო დღეა დარტსის მოყვარულთათვის, მათთვის დღეს სამი ტურნირია - Modus Icons of Darts 2020, PDC Home Tour-ი და Modus Sports Night at the Darts-ი.
Modus Icons of Darts 2020-ი საერთაშორისო მასშტაბისაა და, ბუნებრივია, გაცილებით დიდ ყურადღებას იქცევს. შუა დღიდან მოყოლებული მოთამაშეები დაფასთან დადგებიან და ერთმანეთის წინააღმდეგ იასპარეზებენ. თითოეული მოთამაშე ოთხ სხვადასხვა შეხვედრას გამართავს. ყველა მატჩზე ფსონის დადება, შემდეგ კი მათი პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა Crystalbet-ის ვებგვერდზე სრულიად უფასოდაა შესაძლებელი.
*******
ასევე ვთქვათ, რომ დანარჩენი ორი ტურნირის: PDC Home Tour-ი და Modus Sports Night at the Darts-ის მატჩებსაც პირდაპირ ეთერში Crystalbet-ის საიტზე ვიხილავთ.
დადე ფსონი დარტსზე დადე ფსონი დარტსზე
მაგიდის ჩოგბურთი
ჩეხეთში, რუსეთსა და უკრაინაში შიდა ტურნირები გრძელდება. გარდა ამისა, Win Cup-ის საინტერესო მატჩებია. ჯამში კი დღეისთვის 300-მდე ოფიციალური მატჩი გახლდათ დაგეგმილი, ამიტომ ზოგად წესებზე ვისაუბროთ, დაწვრილებით კი შეხვედრათა გადახედვა-გარჩევა ჩვენს პარტნიორ Flashscore-ზე შეგიძლიათ.
დღეს გასამართ ორივე ამ ქვეყნის ჩემპიონატის მატჩში 3 სეტი უნდა მოიგო, რათა საბოლოო გამარჯვებას მიაღწიო. ასევე შევთანხმდეთ იმაზეც, რომ სეტის მოსაგებად 11 ქულაა საჭირო, ხოლო ანგარიშზე - 10:10 მოთამაშე წინ 2 ქულით უნდა გავიდეს, მაგალითად: 12:10; 13:11, 16:14 და ა.შ.
კონკრეტულად რუსეთის ჩემპიონატ Liga Pro-სა და Win Cup-ის ეგიდით დღეს დაგეგმილ ყველა მატჩის პირდაპირი ტრანსლაციას Crystalbet-ის საიტზე სრულიად უფასოდ ვიხილავთ.
დადე ფსონი მაგიდის ჩოგბურთზე დადე ფსონი მაგიდის ჩოგბურთზე
eSports
როგორც ყოველთვის, საინტერესო დღეა Esports-ის მოყვარულთათვის. FIFA-ს, დოტა 2-ისა და League of Legends-ის გულშემატკივრებს მოწყენის საშუალება ნამდვილად არ ექნებათ.
კიბერ სპორტის ყველა ამ სახეობის ეგიდით გასამართ თითოეულ მატჩზე Crystalbet-ის პროგრამაში მრავალფეროვანი არჩევანია.
დადე ფსონი eSports-ზე დადე ფსონი eSports-ზე