Aa
Aa

"დარჩი სახლში, შევინარჩუნოთ პოზიტივი" - კარატისტ გოგიტა არქანიას ვიდეომიმართვა

24 მარტს, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, თომას ბახმა იაპონიის პრემიერ-მინისტრ შინძო აბეს რჩევა გაითვალისწინა და ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის გადადებაზე საბოლოო თანხმობა განაცხადა.

მსოფლიოსა და საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, საზოგადოებას ევროპული თამაშების ბრინჯაოს მედალოსანმა კარატისტმა, გოგიტა არქანიამ მიმართა.

ოლიმპიადა ჩატარდება. თარიღიც უკვე ცნობილია. ამიტომ, ვეცადოთ, მაქსიმალურად ამ პირობებში, ამ რთულ პერიოდში შევინარჩუნოთ მეტი პოზიტივი. სახლის პირობებში აქტიურად ვივარჯიშოთ. დარჩით სახლში და გავუფრთხილდეთ ერთამნეთის სიცოცხლეს", - განაცხადა არქანიამ ვიდეომიმართვაში.

შეგახსენებთ, 30 მარტს ოფიციალურად გადაწყდა, რომ ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე გაიმართება. თამაშებს სახელი შეუნარჩუნეს და ისევ „ტოკიო 2020“ ერქმევა.

ოლიმპიადების ისტორიაში პირველად მოხდა, როცა თამაშები გადაიდო. მსოფლიო ომის გამო ერთ-ერთი ოლიმპიადა საერთოდ გაუქმდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები