უცნობი კადრები: კალაძის ბრწყინვალე გამარჯვების გოლი სან სიროზე
Aa
Aa

უცნობი კადრები: კალაძის ბრწყინვალე გამარჯვების გოლი სან სიროზე

1999 წლის 10 თებერვალს ალბერტო ძაკერონის ''მილანმა'' ''სან სიროზე'' ვალერი ლობანოვსკის კიევის ''დინამოს'' უმასპინძლა. ანგარიში უკრაინულმა გუნდმა ხაცკევიჩის გოლით გახსნა. წონასწორობა ალესანდრო ლანუციმ აღადგინა.

გამარჯვების გოლი მატჩის მიწურულს უკრაინული გუნდის ქართველმა მცველმა კახა კალაძემ გაიტანა. მან საჯარიმო დარტყმა შესანიშნავად შეასრულა, მარცხენა ფეხით დაარტყა და ''ცხრიანში'' შეაგდო.

აღნიშნული მატჩი და კალაძის გამარჯვების გოლი ფეხბურთის ბევრი ქომაგისთვის უცნობია. ქომაგთა ნაწილს ეს შეხვედრა შესაძლოა იმ ფაქტით ახსოვდეს, რომ ლიბერიის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ჟორჟ ვეამ თბილისის მოქმედ მერს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინა და ძალიან ეფექტურად ჩამოიშორა.

1998-99 წლების სეზონში კახა კალაძე ჩემპიონთა ლიგის ფინალთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა ნახევარფინალში ლობანოვსკის გუნდი მიუნხენის ''ბაიერნთან'' დამარცხდა. რაც შეეხება ''მილანს,'' ძაკერონის გუნდი სერია ა-ს გამარჯვებული გახდა. იმ პერიოდში კიევის ''დინამო'' და ''მილანი'' უძლიერეს ევროპულ კლუბებში ფიგურირებდნენ.

''სან სიროზე'' გატანილი გამარჯვების გოლიდან დაახლოებით ორი წლის შემდეგ, 2001 წლის იანვარში კალაძე კიევის ''დინამოდან''  16 მილიონ ევროდ ''მილანში'' გადავიდა და იტალიურ გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები