„წინა ღამით ქალებთან ბევრი იმუშავეს და გადაღლილები იყვნენ“ - ტარიბო უესტი დანიასთან მარცხზე
ნიგერიის ნაკრების ყოფილმა უკანახაზელმა, ტარიბო უესტმა 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დანიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართული მატჩის შესახებ ისაუბრა. უესტის თქმით, შეხვედრის წინა ღამეს მისმა თანაგუნდელებმა ნაკრების ბანაკში ფარულად ქალები შეიყვანეს და მარცხი სწორედ ამან განაპირობა.
„მახსოვს, ამბობდნენ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას ნიგერიის ნაკრების ფეხბურთელები ღამის კლუბებში დადიოდნენ და ლიმუზინებით გადაადგილდებოდნენ. სიმართლე გითხრათ, ამის შესახებ არაფერი ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ რამდენიმე მათგანმა ნაკრების ბანაკში ფარულად ქალები შეიყვანა. ეს ჩემი თვალით ვნახე.
ქალები აფრიკელები იყვნენ. ისინი ტურნირზე დასასწრებად ჩამოვიდნენ, ჩვენი გუნდის თამაშით მოიხიბლნენ და ფეხბურთელებს მათი დაყოლიება არ გასჭირვებიათ. სწორედ ამიტომ იყო, რომ მატჩისას რამდენიმე მოთამაშეს სირბილის თავი არ ჰქონდა.
მათ წინა ღამეს, ქალებთან ძალიან ბევრი იმუშავეს და გადაღლილები იყვნენ. მოედანზე ყოფნისას ვუყვიროდი და გაბრაზებული ვიყავი, მაგრამ ვერაფერს შევცვლიდი. ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ დანიას დავამარცხებდით და ასე სწორედ ამიტომ მოიქცნენ“.
შეგახსენებთ, რომ ნიგერიამ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და პარაგვაის, ესპანეთსა და ბულგარეთს აჯობა. პლეიოფში კი, დანიასთან 4-1 წააგო.