ტაისონი ალის წინააღმდეგ - „ნამდვილ ბრძოლაში ვერ დავამარცხებდი“
ცოტა ხნის წინ, World Boxing Super Series-მა კრივის სიმულატორში ტურნირი ჩაატარა, რათა გაერკვია ყველა დროის საუკეთესო მძიმეწონოსანი მოკრივე ვინაა. მათ ლეგენდარულ მოკრივეებს შორის ბრძოლების სიმულირება მოახდინეს. მაგალითისთვის, ჯორჯ ფორმანი დავიდ ჰეის დაუპირისპირდა, ხოლო ლენოქს ლუისი ჯო ფრეიზერს გაეჯიბრა და ა.შ.
ტურნირის ფინალში ერთმანეთს მაიკ ტაისონი და მუჰამედ ელი შეერკინენ. გამარჯვება „რკინის მაიკმა“ დაისაკუთრა, რომელმაც 12 რაუნდის შემდეგ, მსაჯების გადაწყვეტილებით მოიგო. მიუხედავად ამისა, ტაისონს მიაჩნია, რომ შედეგი რეალობისგან შორსაა და თვლის, რომ ლეგენდარულ მუჰამედ ალის ვერ დაამარცხებდა.
„ვიცი, რომ საქმე კრივის სიმულატორთან გვაქვს და მე დიდი ალბათობით, სწორედ სიმულატორით გამართულ ბრძოლაში გავიმარჯვებდი“.
„ნამდვილ ბრძოლაში ალის ვერ დავამარცხებდი. ის ყველა დროის საუკეთესო მოკრივეა“.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ენტონი ჯოშუამ განაცხადა, რომ ალისა და ტაისონის ბრძოლაში, ეს უკანასკნელი გაიმარჯვებდა.