ბარბეკიუ ატირებული პატიმრებისგან - ასე გააცილეს რონალდინიო ციხიდან
ცოტა ხნის წინ, რონალდინიო და მისი ძმა, რობერტო ასისი ციხიდან გამოუშვეს და ამჟამად შინაპატიმრობაში იმყოფებიან. ESPN Brasil-ის ინფორმაციით, პატიმრებმა „გაუჩოსა“ და მის ძმას „ვარსკვლავური“ გაცილება მოუწყვეს.
როგორც კი, რონალდინიოსა და მის ძმას მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ აცნობეს, ისინი ციხეში დაბრუნდნენ, რათა პატიმრებს დამშვიდობებოდნენ. პატიმრებმა კი, ძმების საპატივცემულოდ ბარბეკიუ მოაწყვეს და მათ ასე დახვდნენ.
რონალდინიომ და მისმა ძმამ პირობა დადეს, რომ პარაგვაის დატოვებამდე პატიმრებს კიდევ ერთხელ მოინახულებენ. ESPN კი იტყობინება, რომ რამდენიმე მათგანმა ემოციები ვერ მოთოკა და ატირდა.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი ლეგენდა და მისი ძმა ყალბი დოკუმენტაციის გამოყენების გამო, დააკავეს. პარაგვაელი სამართალდამცველების თქმით, 39 წლის ვარსკვლავსა და მის ძმას ბრალად არასწორი სტატუსით საზღვრის გადაკვეთა ედებათ, რაც პარაგვაის მოქალაქეებად თავის გასაღებას გულისხმობს.
აღსანიშნავია, რომ ბრაზილიური პრესის ცნობით, ძმები დარწმუნებულნი არიან, რომ უახლოეს მომავალში შინაპატიმრობაც მოეხსნებათ.