ხაბიბის მენეჯერი: „კონორი ეჭვიანი მეძავივით იქცევა"
ხაბიბ ნურმაგომედოვის მენეჯერმა, ალი აბდელაზიზმა კონორ მაკგრეგორი გააკრიტიკა და მას ეჭვიანი მეძავი უწოდა. სკანდალურად ცნობილმა მენეჯერმა ამჯერად TMZ Sports-თან ისაუბრა და ირლანდიელის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
„თავიდან ეს ბიჭი ყველას მოუწოდებდა სახლში დარჩენილიყვნენ, გარეთ გასვლისგან თავი შეეკავებინათ და ამბობდა, რომ ქველმოქმედებისთვის მილიონობით დოლარი გაიღო. ახლა კი, ყველამ დაინახა, რომ ის ყალბი ადამიანია. კონორი ეჭვიანი მეძავივით იქცევა.
შენ ყველას მოუწოდებდი, რომ სახლში დარჩენილიყვნენ, ახლა კი, ხაბიბს, რომელსაც რუსეთის მთავრობა ეუბნება, რომ ქვეყნის დატოვება არ შეუძლია, ქათამს უწოდებ“?
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, კონორ მაკგრეგორის შესახებ ხაბიბმაც ისაუბრა. „არწივმა“ თავისი მენეჯერის მსგავსად, ირლანდიელს ყალბი ადამიანი უწოდა და განაცხადა, რომ ის მოხუცი მეძავივითაა, რომელსაც ყურადღების მიქცევა სურს.