დინამო-ფეიენოორდი 3:0 | 39 წელი ახალკაცის გუნდის ბრწყინვალე გამარჯვებიდან
Aa
Aa

დინამო-ფეიენოორდი 3:0 | 39 წელი ახალკაცის გუნდის ბრწყინვალე გამარჯვებიდან

უეფა-ს თასების მფლობელთა თასის 1980-81 წლების სეზონის ნახევარფინალში ნოდარ ახალკაცის თბილისის ''დინამო'' ვაცლავ ეჟეკის როტერდამის ''ფეიენორდს'' შეხვდა. გუნდების პირველი დაპირისპირება 1981 წლის 8 აპრილს, თბილისში გაიმართა და ''დინამოს'' დამაჯერებელი გამარჯვებით, 3:0 დასრულდა.

თბილისური კლუბი 23-ე წუთზე თენგიზ სულაქველიძემ დააწინაურა, 30-ე წუთზე ვლადიმერ გუცაევმა ანგარიში ორამდე გაზარდა. შესვენების შემდეგ, 51-ე წუთზე, სულაქველიძემ დუბლი შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ამ მატჩში, რომლიდანაც 39 წელი გავიდა, ''დინამოს'' შემადგენლობა ასეთი იყო: ოთარ გაბელია, თამაზ კოსტავა, ალექსანდრე ჩივაძე (კაპ), შოთა ხინჩაგაშვილი, გია თავაძე, ვიტალი დარასელია, ზაურ სვანაძე, თენგიზ სულაქველიძე (ნოდარ ხიზანიშვილი; 61), ვლადიმერ გუცაევი, დავით ყიფიანი, რამაზ შენგელია (ვაჟა ჟვანია; 65).

საპასუხო შეხვედრა ''ფეიენორდის'' გამარჯვებით 2:0 დასრულდა. საბოლოოდ, სეზონი ''დინამოს'' ტრიუმფით დასრულდა, ფინალში ქართული ფეხბურთის ფლაგმანმა ''კარლ ცაისი'' 2:1 დაამარცხა და თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული გახდა.

ახალკაცის გუნდმა თასების მფლობელთა თასის ნახევარფინალში კიდევ ერთხელ, 1981-82 წლების სეზონში ითამაშა, თუმცა ლიეჟის ''სტანდარდის'' ბარიერი ვერ გადალახა. ბელგიელთა დამარცხების შემთხვევაში, დინამოელები ფინალში "ბარსელონასთან" ითამაშებდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები