გიჟური იდეა - სერია ა-ს დარჩენილი 12 ტური რომში 45 დღის განმავლობაში
Aa
Aa

გიჟური იდეა - სერია ა-ს დარჩენილი 12 ტური რომში 45 დღის განმავლობაში

სერია ა-ს ხელმძღვანელები ჩემპიონატის დარჩენილი 12 ტურის რომში ჩატარების შესაძლებლობას განიხილავენ.

La Republica-ს ცნობით, სერია მსჯელობს ისეთ რადიკალურ ცვლილებაზე, რომელსაც აქამდე ანალოგი არ ჰქონია.

იტალიაში ესმით, რომ თუ სეზონი არ დასრულდება, ასეთ შემთხვევაში მოსალოდნელი იქნება მთელი რიგი სარჩელები, რომლებსაც კლუბები სასამართლოში შეიტანენ, რადგან გავარდნილი და აღზევებული კლუბების ვინაობა სეზონის ვერდასრულების შემთხვევაში ვერ გამოვლინდება.

ახალი იდეის მიხედვით, სერია ა-ს 20 გუნდი თავისი სრული შემადგენლობით რომში შეიკრიბება და 45 დღის განმავლობაში დარჩენილ 12 ტურს ითამაშებენ. შეხვედრები მაყურებელთა გარეშე ჩატარდება.

კლუბების ყველა თანამშრომელი და ბუნებრივია ფეხბურთელებიც სისტემატურად შემოწმდებიან კორონავირუსზე.

თუ, ყველაფერზე შეთანხმება მოხერხდა და ოცივე კლუბმა ხელი მოაწერა, უკლებლივ ყველა მათგანი იტალიის სახმრეთით გაემგზავრება, რადგან ქვეყნის იმ მხარეში კორონავირუსი შედარებით ნაკლებადაა გავრცელებული, რასაც ლომბარდიის რეგიონზე ვერ ვიტყვით.

ასევე აღსანიშნავია, რომ ამ იდეის დამტკიცების შემთხვევაში მატჩები ვიდეო რეფერის გარეშე ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები