1995 წელი - გამარჯვება კარდიფში ''ქინქის'' ფანტასტიკური ''პარაშუტით''
Aa
Aa

1995 წელი - გამარჯვება კარდიფში ''ქინქის'' ფანტასტიკური ''პარაშუტით''

ევრო 1996-ის შესარჩევ ციკლში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სტუმრად, კარდიფში, გიორგი ქინქლაძის ბრწყინვალე გოლით უელსი დაამარცხა (0:1). შეხვედრა 1995 წლის 7 ივნისს გაიმართა. 

პირველ ტაიმში არბიტრმა ცნობილი უელსელი ფეხბურთელი, ვინი ჯონსი მოედნიდან გააძევა. 28-ე წუთიდან მოყოლებული საქართველოს ნაკრები რიცხვობრივი უპირატესობით თამაშობდა და 74-ე წუთზე ქინქლაძემ შესანიშნავი დარტყმით ნევილ საუთჰოლს ბურთი თავზე გადაუგდო.

იმ პერიოდის უელსის ნაკრებში საკმაოდ ცნობილი ფეხბურთელები თამაშობდნენ. მაგალითად, იან რაში და მარკ ჰიუზი, თუმცა ქართველმა ფეხბურთელებმა თბილისში მათ და მათ თანაგუნდელებს საფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტარეს და 5:0 დაამარცხეს, სტუმრად კი გამარჯვების მომტანი გოლი ''ქინქიმ'' შეაგდო, რომელიც 1995 წლის ზაფხულში თბილისის ''დინამოდან'' ''მანჩესტერ სიტიში'' გადავიდა.

ალექსანდრე ჩივაძემ უელსელების წინააღმდეგ შემდეგი ფეხბურთელები ათამაშა: აკაკი დევაძე, ბესიკ ბერაძე, კახი ცხადაძე (კაპ), მურთაზ შელია, გიორგი ჩიხრაძე, კახი გოგიჩაიშვილი, გელა ინალიშვილი, მიხეილ ყაველაშვილი (ლევან ცქიტიშვილი 73), თემურ ქეცბაია, გიორგი ქინქლაძე, შოთა არველაძე (გიორგი კილასონია 86)

აღნიშნულ წელს საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთი დიდი გამარჯვება მოიპოვა, 1995 წლის 11 ოქტომბერს, "ჯვაროსნებმა" შოთა არველაძისა და გიორგი ქინალძის გოლებით ბულგარეთი დაამარცხეს. ერთადერთი საპასუხო გოლი ხრისტო სტოიჩკოვმა შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები