''ბო***შვილები, აფრიკა ლაბორატორია არაა'' - ეტოოსა და დროგბას აგრესიული პასუხი ექიმებს
საფრანგეთის ტელევიზიით ექიმებმა კორონავირუსის წინააღმდეგ ტუბერკულიოზის ვაქცინის, BCG-ის აფრიკაში გამოყენების შესახებ ისაუბრეს. მათ სამუელ ეტოომ და დიდიე დროგბამ უპასუხეს - ლეგენდარული ფეხბურთელები თვლიან, რომ ექიმების განცხადება რასისტული და დამცინავია.
ეტოომ ექიმებს ბო***შვილები უწოდა, შემდეგ კი Instagram-ში დაწერა: ''თქვენ ნეხვები ხართ, აფრიკა თქვენი სათამაშო ადგილი არაა.''
დიდიე დროგბას კომენტარი ასეთი იყო: ''გაუგებარია, თუ რატომ უნდა მივიღოთ მათი წინადადება, რატომ უნდა გამოვცადოთ ვაქცინა აფრიკელ ხალხზე. აფრიკა არ არის ლაბორატორია. ვგმობ რასიტულ და აგდებულ დამოკიდებულებას აფრიკელი ხალხის მიმართ. დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ აფრიკა და აფრიკელი ხალხი, შევაჩეროთ ვირუსის გავრცელება, რაც მთელი მსოფლიოს პრობლემაა. აბსურდია, როცა აფრიკელებს განიხილავენ, როგორც ზღვის გოჭებს.''
აღნიშნულ თემაზე კომენტარი დემბა ბამაც გააკეთა: "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დასავლეთში, სადაც თეთრკანიანი ადამიანები ფიქრობენ, რომ ჩვენზე აღმატებულნი არიან. აქ რასიზმი ჩვეულებრივი ამბავია ! გამოფხიზლების დროა !
შეგახსენებთ, იგეგმება ტუბერკულიოზის ვაქცინის, BCG-ის გამოყენება, რომელიც, შესაძლოა, კორონავირუსთან ბრძოლაში ეფექტური გამოდგეს.