გიორგი ნემსაძე
Aa
Aa

''ქართველი გენიოსის ფანტასტიკური გოლი დერბიში'' - Evening telegraph-ი ნემსაძის შესახებ

საქართველოს ეროვნული ნაკრების ექს-კაპიტანი გიორგი ნემსაძე იუბილარია, 50 წლის გახდა. მოცემულ სტატიაში მისი შოტლანდიური კარიერიდან ერთ-ერთ გამორჩეულ მატჩს გაგახსენებთ.

''ის ყოველთვის უდიდეს სიხარულს ანიჭებდა ''დანდის'' ქომაგებს'' - ასე იხსენებს ''დანდის'' ოფიციალური ვებგვერდი ქართველ ფეხბურთელ გიორგი ნემსაძეს, რომელიც 2010 წელს ''დანდის'' დიდების დარბაზში შეიყვანეს.

''ქართველმა გენიოსმა გიორგი ნემსაძემ ''დანდი იუნაიტედის'' მეკარე ალან კომბეს ფანტასტიკური გოლი გაუტანა.  ერთმა მიმომხილველმა ასეთი რამ თქვა: ბურთს იმდენად ახლოს და კარგად აკონტროლებდა, რომ ჩნდებოდა კითხვა: ბუცებს საწმენდი სითხის ნაცვლად წებოთი აპრიალებდა ? '' 

2000 წლის 11 ნოემბერი, შოტლანდიის პრემიერლიგის მე-15 ტურში ''დანდიმ'' დერბიში, ''დანდი იუნაიტედი'' 2:0 დაამარცხა. პირველი გოლი კანიჯამ შეაგდო, მეორე გოლი არგენტინელის გადაცემის შემდეგ ნემსაძემ გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ ''დანდისა'' და ''დანდი იუნაიტედის'' სტადიონები ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა, რაც მოცემულ ფოტოში კარგად ჩანს.

Evening telegraph-ზე ვკითხულობთ: ''ქართველმა გენიოსმა '' ''ტანადაის პარკზე'' ბრწყინვალე გოლი გაიტანა. მან მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო და ''დანდი იუნაიტედის'' მეკარე ალან კომბე გაშეშებული დატოვა. ნემსაძე გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა.''

''მას შეეძლო გუნდის გაძღოლა და ბატონობა მოედნის ცენტრში. როცა გოლებს იტანდა, ნემსაძის გოლები დასამახსოვრებელი იყო. ნემსაძის მიერ ''ინვერნესთან'' გატანილმა გოლმა ''დანდი'' 39-წლიანი პაუზის შემდეგ შოტლანდიის თასის ფინალში გაიყვანა'' - ვკითხულობთ ''დანდის'' ოფიციალურ ვებგვერდზე.

გიორგი ნემსაძე, რომელიც ამჟამად გორის ''დილას'' მთავარი მწვრთნელია, 2000-03 წლებში შოტლანდიური ''დანდის'' ფეხბურთელი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები