სამაგალითო საქციელი - იტალიელი მორაგბე კორონავირუსის წინააღმდეგ იბრძვის
Aa
Aa

სამაგალითო საქციელი - იტალიელი მორაგბე კორონავირუსის წინააღმდეგ იბრძვის

იტალიელ მორაგბეს, მაქსიმე მბანდას კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში თავისი წვლილი შეაქვს. COVID-19-ის გამო, სპორტულმა სამყარომ იძულებითი პაუზა აიღო და მბანდას თავისუფალი დრო გამოუჩნდა.

იტალიაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მან გადაწყვიტა სამშობლოს დახმარებოდა. მბანდა სასწრაფო დახმარების მძღოლი გახდა და ყოველდღიურად 12-13 საათის განმავლობაში მუშაობს.

„როცა რაგბში ყველა ტურნირი შეჩერდა, დამაინტერესა ქვეყნის დასახმარებლად რისი გაკეთება შემეძლო.

მუშაობა 8 დღის წინ დავიწყე. დასვენების დღეები არ მაქვს და ყოველდღიურად 12-13 საათის განმავლობაში ვმუშაობ. თუმცა იმ ოთახების ხილვის შემდეგ, რომლებშიც დაინფიცირებული ადამიანები არიან მოთავსებულნი, ჩემს თავს ვეუბნები, რომ არ უნდა დავიღალო.

შიში ნორმალურია. არის დავალებები, რომელთა შესრულებაც უსაფრთხოდ შეიძლება და თუ ამას ჩვენ გავაკეთებთ, ფრონტის წინა ხაზზე მებრძოლი გმირები საათ-ნახევრის, ან ორი საათის განმავლობაში დაისვენებენ. მათთვის, კი თითოეული საათი უმნიშვნელოვანესია. სანამ ძალა მაქვს, აქ დავრჩები და ბრძოლას გავაგრძელებ".

მბანდას, ვისი მამაც ქირურგია ძებრეში მცხოვრები ასაკოვანი ადამიანების დახმარება ევალება.

„ყვითელი ჯვარი აღმოვაჩინე, რომელსაც ასაკოვანი მოსახლეობისთვის მედიკამენტები და პროდუქტები გადააქვს. რამდენჯერმე ერთი საავადმყოფოდან მეორეში კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანიც გადავიყვანე. თუ პაციენტი სავარძელ-ეტლს იყენებს, ექიმებს მის საკაცეზე გადაყვანაში ვეხმარები. ხანდახან ჟანგბადის ბალონის დაჭერაც მევალება".

27 წლის მორაგბე აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში საშინელი სურათები იხილა...

„როცა პაციენტების გამოხედვას იჭერ, ყველაფერს ხვდები. მათ ლაპარაკი რომ არ შეეძლოთ, თვალებით ისეთ რაღაცებს გეტყოდნენ, რასაც ვერასდროს წარმოიდგენდით.

ხალხი იმას რომ ხედავდეს, რასაც მე, სუპერმარკეტებში რიგები აღარ იქნებოდა და ყველა სახლში დარჩებოდა. მე ვხედავ ყველა ასაკის პაციენტებს, რომლებიც ხელოვნური სუნთქვის აპარატებზე არიან შეერთებულნი. მე ვხედავ ექიმებსა და ექთნებს, რომლებიც ყოველდღიურად 20, 22 ან 24 საათის განმავლობაში მუშაობენ და დასვენებას მომდევნო დღეს ცდილობენ“...

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსის 63927 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილთა რაოდენობა კი 6077-ს აღწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები