''ბრძოლაში ერთსულოვნები ვიყოთ'' - ლევანდოვსკის 1-მილიონიანი დონაცია
მიუნხენის ''ბაიერნის'' პოლონელმა ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ და მისმა მეუღლე ანამ კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად 1 მილიონი ევრო გადარიცხეს.
ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი sportowefakty-ს ესაუბრა:''დღეს ჩვენ ყველამ კარგად ვიცით სირთულეების შესახებ, რომლებიც ჩვენს წინაშე დგას. დღეს ყველა ერთ გუნდში ვთამაშობთ, ყველანი ერთი გუნდის წევრები ვართ.
მოდით ამ ბრძოლაში ერთსულოვნები და ძლიერები ვიყოთ.
არსებული ვითარება გავლენას ყველაზე ახდენს. მოდით გავითვალისწინოთ მათი რეკომენდაციები, ვინც სამედიცინო სფეროში კარგად გარკვეულია. გამოვიჩინოთ პასუხისმგებლობა, სოლიდარულები ვიყოთ და გვჯეროდეს, რომ ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდებით.''
მიმდინარე სეზონში ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგის 23 მატჩში 25 გოლი შეაგდო. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგაზე 11 გოლი გაიტანა. პოლონელისთვის სეზონი შესანიშნავად მიმდინარეობდა, თუმცა კორონავირუსის გამო როგორც გერმანიის, ასევე სხვა ძლიერი ევროპული ქვეყნების ჩემპიონატები გაურკვეველი დროით შეჩერდა.