რონალდუმ Transfermarkt დაბლოკა - რამ გააბრაზა კრიშტიანუ?
კრიშტიანუ რონალდუმ სოციალურ ქსელში Transfermarkt დაბლოკა. გერმანულმა ვებგვერდმა ხუმრობით ივარაუდა, რომ პორტუგალიელი ფეხბურთელის გაბრაზების მიზეზი მისი სატრანსფერო ღირებულებაა.
რონალდუს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ თავად Transfermarkt-მა დაწერა. გერმანულმა ვებგვერდმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ჟორჟე მენდეშის კლიენტების საუკეთესო თერთმეტეული შეადგინა. კომენტარებში კი სოციალური ქსელის მომხმარებლებს ასეთი ინფორმაცია მიაწოდა: „რონალდუს ვერ ვთაგავთ, რადგან მან თავისი სატრანსფერო ღირებულების ნახვის შემდეგ, დაგვბლოკა".
მოგვიანებით Transfermarkt-ს ჰკითხეს პორტუგალიელმა ასეთი გადაწყვეტილება რატომ მიიღო, რაზეც გერმანულმა ვებგვერდმა განაცხადა: „მან გვითხრა, რომ თავისი სატრანსფერო ღირებულებით უკმაყოფილოა".
გულშემატკივართა ნაწილმა ჩათვალა, რომ Transfermarkt ხუმრობდა, თუმცა გერმანულმა ვებგვერდმა მათ პასუხი მალევე გასცა.
შეგახსენებთ, რომ 2018 წელს Transfermarkt რონალდუს 100 მილიონ ევროდ აფასებდა. „იუვენტუსის" მაისურით ჩატარებული მატჩების შემდეგ, კი მისმა ფასმა 25 მილიონი ევროთი დაიკლო.