Aa
Aa

"დადე, რომ სევილიაში გადავალ" - სტარიჯი ფეხბურთიდან ტოტალიზატორში თამაშის გამო მოკვეთეს

ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ "ლივერპულის" ყოფილი შემტევი, დანიელ სტარიჯი ფეხბურთიდან 17 ივნისამდე მოკვეთა. ფეხბურთელს ბრალად წესის დარღვევა ედება, რომელიც გემბლინგთან კავშირს კრძალავს.

"დანიელ სტარიჯი დისკვალიფიცირებულია ფეხბურთიდან და ამ სპორტთან დაკავშირებულ ყველა აქტივობასთან 2020 წლის 17 ივნისამდე", - ვკითხულობთ FA-ს განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ FA (ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია), IFAB-ის მუდმივი წევრია და ფეხბურთთან დაკავშირებულ ყველა იურიდიულ წესზეა პასუხისმგებელი. FIFA-მ უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ დისკვალიფიკაცია საერთაშორისო მასშტაბზე გავრცელდება.

როგორც ბრიტანული Sky Sports-ი წერს, სტარიჯმა 2018 წლის იანვარში თავის ძმას დაავალა, რომ მის "სევილიაში" ტრანსფერზე თანხა დაედო. 

გამოძიება ბოლო თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა და თავდაპირველად ინგლისელ ფორვარდს 2-კვირიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს, რომელიც დღეს თითქმის 4-თვიან სასჯელად გადაკვალიფიცირდა. გარდა ამისა, ფეხბურთელს 150 000 ფუნტის გადახდა მოუწევს.

30 წლის ფეხბურთელი ბოლოს თურქულ "ტრაბზონსპორში" თამაშობდა, რომელსაც გასულ ზაფხულს შეუერთდა. მხარეებმა კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ დღეს დილით გამოაცხადეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები