მზადება სერბეთთან მატჩის წინ
საქართველოს ნაკრები 23 თებერვალს ევროპისა და მსოფლიო ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებს ეთამაშება, რომელმაც ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირი სტუმრად ფინეთის განადგურებით დაიწყო.
ილიას ზუროსის გუნდი სერბეთში იმყოფება და მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის ემზადება. ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებაა. შვეიცარიასთან 12-კაციან განაცხადში მყოფი ბექა ბექაური ილია ლონდარიძემ ჩაანაცვლა.
მატჩის წინ კომენტარი ნაკრების მწვრთნელმა ანატოლი ბოისამ გააკეთა:
შეგახსენებთ, რომ სერბეთი საქართველოს ალეკსანდარ ნიკოლიჩის (პარტიზანის) დარბაზში უმასპინძლებს. შეხვედრა 23 თებერვალს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება და მის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი განახორციელებს.