12 ლელო! საქართველომ ბელგია გაანადგურა!
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-3 ტურში, ქუთაისში „აია არენაზე“ ბელგიას უმასპინძლა და 78:6 გაანადგურა.
მოედანზე საუკეთესო იყო აკაკი ტაბუცაძე რომელმაც 4 ლელოს დადება შეძლო.
ლევან მაისაშვილის ნაკრებმა მორიგი ლამაზი შეხვედრა ჩაატარა და გამარჯვება ბრწყინვალე სტილში მოიპოვა.
ლელოს ავტორები ტაბუცაძე (4), მათიაშვილი, კარკაძე, ძნელაძე(2), ბეგაძე და თხილაიშვილი გახდნენ.
„ბორჯღალოსნებმა“ ამ გამარჯვების შემდეგ სამიდან სამი მოგება დააგროვეს და ბონუს ქულის მოპოვებასთან ერთდ გათამაშებას 14 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობენ.
ჩვენი ნაკრების პროგრესი აშკარაა. ახალი სამწვრთნელო შტაბი სამუშაოს თავს ჯერჯერობით იდეალურად ართმევს.
ფოტო - Georgian Rugby