2 ოქროს მედალი! - კუპატაძემ და ოძელაშვილმა მინსკში საქართველოს ჰიმნი ააჟღერეს
Aa
Aa

2 ოქროს მედალი! - კუპატაძემ და ოძელაშვილმა მინსკში საქართველოს ჰიმნი ააჟღერეს

მინსკში სამბოს საერთაშორისო ტურნირი დასრულდა, რომლის მეორე დღეს საქართველოს ნაკრებმა 5 მედალი მოიპოვა. 

57 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ოქროს მედლის მფლობელი ირაკლი კუპატაძე გახდა, რომელმაც ფინალში ყაზახი მეტოქე, კაირბერდი აიდიბაი 6:1 დაამარცხა.

ამავე წონაში ბრინჯაოს მფლობელი გივი ნადარეიშვილი გახდაასევე ბრინჯაოს მედლები ლევან ნახუცრიშვილმა (82 კგ.) და დავით ლორიაშვილმა (100 კგ.) მოიპოვეს.

გოგონათა შორის კი ტურნირის გამარჯვებული ნინო ოძელაშვილი გახდა80 კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალში ქართველმა ფალავანმა უკრაინელი ჰალინა კოვალსკა ანგარიშით 6:3 დაამარცხა.

ცხელი ამბები