ოქროს მედალი მინსკიდან - ბექა ბერძენიშვილი სამბოს ტურნირის ჩემპიონია
მინსკში სამბოს საერთაშორისო ტურნირი დაიწყო, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც იღებს.
შეჯიბრების პირველ დღეს ჩვენმა დელეგაციამ 4 მედალი დაისაკუთრა.
მძიმე წონაში ოქროს მედლის მფლობელი ბექა ბერძენიშვილი გახდა, რომელმაც ფინალში რუმინელი მეტოქე ილიე ნატეა დაამარცხა.
ელენე ქებაძე (80 კგ.) , პაატა ღვინიაშვილი (90 კგ.) და მინდია ლილუაშვილი (74 კგ.) კი ბრინჯაოს მედლებს დასჯერდნენ.