მერიამ საბურთალოს კორტები გამოისყიდა - აღნიშნულ ტერიტორიაზე სპორტული კომპლექსი აშენდება
თბილისის მერიამ საბურთალოსა და ბახტრიონის ქუჩების კვეთაზე მდებარე კორტები ყაზახური კომპანიისგან გამოისყიდა.
ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
კალაძის მიხედვით, ადგილზე იგეგმება სპორტული კომპლექსის მოწყობა, 4 ჩოგბურთის კორტითა და საცურაო აუზით.
კახა კალაძე - თბილისის მერი
აქვე გეტყვით, რომ კომპანიამ ეს ტერიტორია 2009 წელს შეიძინა, რათა საცხოვრებელი კორპუსები აეშენებინა. ჯერჯერობით უცნობია იმ თანხის ოდენობა, რომელიც მერიამ ყაზახ ინვესტორს გადაუხადა.