მალდინის გეგმები - "მილანი" მთავარ მწვრთნელად შევჩენკოს უმიზნებს
„მილანის“ კრიზისი დაუსრულებლად გრძელდება. „როსონერი“ არასწორ გზაზე დგას და ყოველ სეზონში გამოსავალს ეძებს. Calciomercato-ს ინფორმაციით, კლუბის ხელმძრვანელები მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი სეზონიდან ანდრეი შევჩენკოს მოიაზრებენ.
„როსონერის" ტექნიკური დირექტორი პაოლო მალდინი შევჩენოკოსთან შეხვედრას და მის გადმობირებას შეეცდება. როგორც მგეხსენებათ, ლეგენდარულმა უკრაინელმა ფორვარდმა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა და ჯგუფში ისეთ ქვეყნებს აჯობა როგორებიც პორტუგალია და სერბეთი არიან.
ამ მომენტისთვის „მილანის“ თავკაცი სპეფანო პიოლია, რომელმაც გუნდს თავისი წინამორბედების მსგავსად ბევრი ვერაფერი შესძინა. „როსონერი“ ამჟამად 32 წულით მე-10 პოზიციაზე იმყოფება და ევროპა ლიგის ზონას 2 ქულით ჩამორჩება, ოთხეულამდე კი 10 ქულა აშორებს.