მსაჯების ძალიან საკამათო გადაწყვეტილება - ლიპარტელიანის დაუმსახურებელი მარცხი ფინალში
Aa
Aa

მსაჯების ძალიან საკამათო გადაწყვეტილება - ლიპარტელიანის დაუმსახურებელი მარცხი ფინალში

პარიზის გრანდ სლემზე ვარლამ ლიპარტელიანი ოქროს მედლისკენ წარმატებით მიიწევდა, თუმცა ფინალში ებრაელ პიტერ პალჩიკთან მსაჯთა უსამართლო გადაწყვეტილების გამო დამარცხდა. ფინალური შეხვედრის მიმდინარეობისას ებრაელი სპორტსმენი მხოლოდ თავის დაცვაზე იყო ორიენტირებული, თუმცა ოქროს დროში გამარჯვება მოიპოვა, რაც არბიტრთა ძალიან, ძალიან საკამათო გადაწყვეტილებამ განაპირობა.

მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილებით ლიპარტელიანის ქმედება, როდესაც მან გდების დროს კისერზე გადაიარა, ტრავმისათვის საშიშ მოქმედად ჩაითვალა და ის ჰანსოკუ მაკეთი დაისაჯა. რა თქმა უნდა, სრულიად თავისუფლად იყო შესაძლებელი მსაჯებს ეს მომენტი გაეტარებინათ და ბრძოლა გაგრძელებულიყო.

  

შეგახსენებთ, მეოთხედფინალში ქართველმა ძიუდოისტმა უკანასკნელ წამზე შესრულებული ბრწყინვალე გდებით ლატვიელი ევგენის ბოროდავკო დაამარცხა და ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ნახევარფინალში ვარლამ ლიპარტელიანმა რუსეთის სახელით მოასპარეზე არმან ადამიანი დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ადამიანი ევროპის მოქმედი ჩემპიონია და მასთან შეხვედრა ქართველმა ფალავანმა წარმატებით დაასრულა.

ლიპარტელიანმა მეორე წრეში  კორეელი ჯაე იუნ კიმის ბარიერი დაძლია, ხოლო მესამე წრეში მონტენეგროს სახელით მოასპარეზე დანილო პანტიჩი დაამარცხა, ამ შეხვედრაში  ქართველმა ვაზარით ჩამორჩენა იპონით აღმოფხვრა.

ცხელი ამბები