FED CUP: გამარჯვება ფლეი-ოფში ! - საქართველომ ფინეთი სტუმრად დაამარცხა
FED CUP-ზე საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრებმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა, ევრო-აფრიკულ ზონაში მიღწეული სამი გამარჯვებითა და A პულში დაკავებული პირველი ადგილის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ფლეი-ოფში ფინეთის ნაკრები სტუმრად დაამარცხა. ფინეთთან გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა პირველი ჯგუფის საგზური გაინაღდა.
რაც შეეხება ფინეთისა და საქართველოს დაპირისპირებას, პირველ შეხვედრაში ფინელმა ანასტასია კულიკოვამ ქართველი ეკატერინე გორგოძე 6:2, 6:4 დაამარცხა. მარცხის შემდეგ ვითარება მარიამ ბოლქვაძემ გამოასწორა, მან ოონა ორპანას 7:5, 6:4 სძლია.
Ottelu on päättynyt. Georgia vie ratkaisevan nelinpelin 6-4, 6-3 ja nousee I-divisioonaan #tennisfi #FedCup pic.twitter.com/cpksxGfozQ
— Suomen Tennisliitto (@tennisfi) February 7, 2020
გადამწყვეტ შეხვედრაში გორგოძისა და ოკსანა კალაშნიკოვას წყვილმა კულიკოვასა და ლაურა ჰიეტარანტას ორ სეტში 6:4, 6:3 მოუგო. ეს გამარჯვება გადამწყვეტი აღმოჩნდა, საქართველომ ფინეთი 2:1 დაამარცხა.